ამბები

23:20 | 11.06.2011 | ნანახია 2550 - ჯერ

ლიდერთაგან მხოლოდ ჩემპიონმა იზარალა

საქართველოს მორაგბეთა განახლებული ეროვნული ჩემპიონატის VI ტურში, ნაკრებში მივლინებული მორაგბეებით მხოლოდ ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის “ლოკომოტივმა” იზარალა, რომელმაც “აკადემიას” ვერაფერი მოუხერხა, 10:24 დამარცხდა და მას საუკეთესო ოთხეულში ადგილი დაუთმო.
გაუჭირდა, მაგრამ რუსთავის “ხარებს” 14:7 მაინც აჯობა თბილისის “ლელომ”. გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა ქუთაისი “აიამ”, სამი უკანახაზელის გარეშე, ორი ძირითადი შემადგენლობის მორაგბის გარეშე დარჩენილ “ყოჩებს” 23:10 სძლია, ხოლო “არმიამ” “არმაზთან” მძიმე ბრძოლა გადაიტანა და ბახვა კობახიძის “ფეხის წყალობით” იქიდან “მშრალი” გამოვიდა - 28:25.  

საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
11 ივნისი. შაბათი. VI ტური

თბილისი. “ავჭალა”. 1000
ლელო (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 14:7
თბილისი. “ავჭალა”. 2000
არმია (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 28:25
თბილისი. “ვისოლი”.
ყოჩები (თბილისი) - აია (ქუთაისი) 10:23
თბილისი. “ავჭალა”. 500
ლოკომოტივი (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 10:24

1.    აია    6    6    0    0    167-72    12
2.    არმია        6    4    1    1    138-117    9
3.    ლელო        6    4    0    2    159-112        8
4.    აკადემია    6    2    2    2    113-116        6
5.    ლოკომოტივი    6    3    0    3    128-110    6
6.    არმაზი    6    2    1    3    121-148    5
7.    ხარები    6    1    0    5    56-122    2
8.    ყოჩები    6    0    0    6    85-170    0

VII ტური: აია - არმია, ხარები - ყოჩები, აკადემია - ლელო, არმაზი - ლოკომოტივი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.100327