ივნისის დადგომასა და ტრადიციული - “ჩერჩილის თასისა” და IRB-ს ერთა თასის შეხვედრების გამართვასთან ერთად, მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგში ზედა ოცეულში გუნდების განლაგებამ მინიმალური ცვლილებები განიცადა.
“ჩერჩილის თასზე” ტონგას მიერ აშშ-ის 44:13 განადგურებამ სწორედ ამ გუნდების გადაადგილება გამოიწვია. დიდი სხვაობით გამარჯვებამ კუნძულელებს 1,55 ქულა შესძინა, ამდენივე დააკლდა აშშ-ს, რომელმაც მე-16 პოზიცია ტონგას დაუთმო, თავად კი მე-17 საფეხურამდე დაქვეითდა. “ჩერჩილის თასზე” რუსეთის ნაკრებს სძლია საქართველოს უახლოესმა მდევარმა კანადამ - 34:18, თუმცა, რადგან ის მეტოქეს მთელი ოთხი ადგილით უსწრებდა, რეიტინგში მხოლოდ 0,59 ქულა დაემატა. ამან კანადელებს “ბორჯღალოსნებთან” მიახლოების საშუალება კი მისცა და სხვაობა შემცირდა. რუსებმა მარცხით სარეიტინგო მაჩვენებელი გაიუარესეს, მაგრამ მე-19 პოზიცია შეინარჩუნეს. IRB-ს ერთა თასზე ბუქარესტში რუმინელთა მიერ ნამიბიის 13:11 დამარცხებამ, მასპინძლებს რეიტინგში 0,23 ქულა შესძინა და ძველებურად მე-18 ადგილზე დატოვა. 21-ე პოზიცია შეინარჩუნა ნამიბიის ნაკრებმაც.
ამ კვირაში “ჩერჩილის თასზე” სამი შეხვედრა გაიმართება, მაგრამ რეიტინგზე მხოლოდ ერთი, მეხუთე ადგილისთვის მატჩი იმოქმედებს, სადაც აშშ-ის ნაკრები რუსეთს ეთამაშება. ტონგა მესამე ადგილს იტალიის A, ხოლო კანადა თასს ინგლისელ “საქსონებს” შეეცილება და ამ მატჩების შედეგი რეიტინგზე არ იმოქმედებს. სამაგიეროდ, რეიტინგზე აისახება IRB-ს ერთა თასზე 15 ივნისს პორტუგალიასა და ნამიბიას, ხოლო 19 ივნისს - საქართველოსა და ნამიბიას შორის გასამართი ჯახების შედეგი. ნებისმიერ შემთხვევაში, ქართველთა გამარჯვება მათ მნიშვნელოვან ქულებს ვერ მოუტანს, მაგრამ მარცხის შემთხვევაში, დიდი ვარდნა გარდაუვალი იქნება.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 13 ივნისისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 93,19
2 (2). ავსტრალია 87,45
3 (3). სამხრეთ აფრიკა 86,44
4 (4). ირლანდია 82,51
5 (5). ინგლისი 82,48
6 (6). საფრანგეთი 82,06
7 (7). უელსი 79,55
8 (8). არგენტინა 78,97
9 (9). შოტლანდია 77,35
10 (10). ფიჯი 74,05
11 (11). სამოა 74,02
12 (12). იტალია 73,54
13 (13). იაპონია 71,45
14 (14). საქართველო 70,16
15 (15). კანადა 69,78
16 (17). ტონგა 68,90
17 (16). აშშ 66,14
18 (18). რუმინეთი 65,57
19 (19). რუსეთი 62,57
20 (20). პორტუგალია 61,81
21 (21). ნამიბია 60,43
22 (22). ურუგვაი 60,02
23 (23). ესპანეთი 59,43
24 (24). ჩილე 59,19
25 (25). ბელგია 56,50
26 (26). მაროკო 56,11
27 (27). ჰონკონგი 54,49
28 (28). ბრაზილია 54,35
29 (29). მოლდოვა 54,10
30 (30). კორეა 53,89
31 (31). ჩეხეთი 53,78
32 (32). ყაზახეთი 53,66
33 (33). უკრაინა 53,34
34 (34). პოლონეთი 52,88
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია