ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა Lequipe-მა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გასული სეზონი შეაჯამა და რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებული დაასახელა. სასიხარულოა, რომ ფრანგების რჩეულთა რიცხვში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა გორგოძეც მოხვდა. მსოფლიო დონის მორაგბეებთან ჭიდილში, “მონპელიეს” ლეგიონერი ფრანგული პირველობის საუკეთესო უცხოელად დაასახელეს.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელი, “მონპელიესვე” დამრიგებელი ფაბიენ გალტიე გახდა, ტოპ-14-ის საუკეთესო მორაგბედ - “ტულუზას” წევრი უილიამ სერვა აღიარეს, საუკეთესო ახალგაზრდად კი – ასევე ტულუზელი ჟან-მარკ დუსაინი. საუკეთესო ლელოს ავტორად “კლერმონის” მორაგბე ვინსენ დებატი დასახელდა, რომელმაც თავი “სტად ფრანსესთან” მე-11 ტურის მატჩში გამიოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებული “ტულუზა” გახდა, რომელმაც არაერთი სენსაციის შემოქმედი “მონპელიე” ფინალური მატჩის ბოლო წუთებზეღა “გატეხა” და 15:10 დაამარცხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია