ამბები

19:10 | 15.06.2011 | ნანახია 4047 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” “იაგუარებს” ორი ქულით ამარცხებენ

რუმინეთში მიმდინარე IRB-ს ერთა თასის მეორე რაუნდში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები არგენტინის “იაგუარებს” პირველი ტაიმის შემდეგ 8:6 ამარცხებს. ანგარიში ლექსო გუგავამ გახსნა, რომელმაც მეტოქის იერიში ჩაჭრა და მეტოქის ჩათვლის მოედნამდე ირბინა – 5:0. ბექა ურჯუკაშვილს, რომელმაც დებიუტში ცენტრიდან ჯარიმა ააცილა, რეალიზაცია გაუფუჭდა. არგენტინამ ჯარიმით სხვაობა შეამცირა, მერე რეფერიმ ბეგაძე გაასინბინა, თუმცა, ურჯუკაშვილმა 45 მეტრიდან ჯარიმით ანგარიში 8:3 გახადა და შესვენებამდე არგენტინელებმა მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხეს.
 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.406798