ამბები

20:03 | 15.06.2011 | ნანახია 9198 - ჯერ

საქართველომ “იაგუარებს” ქულით აჯობა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რუმინეთში მიმდინარე IRB-ს ერთა თასის მეორე რაუნდში, არგენტინის “იაგუარები” მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 14:13. პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ, საქართველომ ურჯუკაშვილის 2 ჯარიმით სხვაობა 8 ქულამდე გაზარდა. არგენტინელებმა ერთი ლელოს და რეალიზაციის გატანა მოახერხეს, მაგრამ მერე ქართველებმა თავი კარგად დაიცვეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ნამიბიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს ღამე პორტუგალიელებს ეთამაშება.


ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092814