საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე ევროპის გრან პრის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. ტურნირის გამხსნელ მატჩში, კახა ალანიას შეგირდების მეტოქე ჰოლანდია იყო. ქართველებმა მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს და ორივე გარდასახვა გამოიყენეს, რაზეც მეტოქემ მხოლოდ ერთი ლელოთი და რეალიზაციით უპასუხა - 14:7.
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესპანეთმა რუმინეთს 28:0 სძლია, ხოლო პორტუგალიისა და უკრაინის დაპირისპირება ჯერ არ გამართულა. საქართველოს ნაკრები თბილისის დროით 15:40 საათზე მეორე შეხვედრას უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია