საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე ევროპის გრან პრის მესამე შეხვედრაში ესპანეთთან 10:26 დამარცხდა.
პირველ მატჩში ჰოლანდიის 14:7 ძლევის შემდეგ, კახა ალანიას შეგირდები ჯერ უკრაინასთან 14:17, ახლა კი, ესპანეთან დამარცხდნენ. თავიდან ესპანელები 19:0 დაწინაურდნენ, მერე საქართველოს ნაკრებმა ორი ლელო გაიტანა, თუმცა, რეალიზაციები ვერ გაიტანა და ჩამორჩენა ცხრა ქულამდე დაიყვანა, სულ ბოლოს კი, “ლომებმა” მეოთხე ლელო მიითვალეს, მესამე რეალიზაცია გამოიყენეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.
დღეს საქართველოს ნაკრებს ჯგუფური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა ელის პორტუგალიასთან, რომელმაც პირველ შეხვედრაში უკრაინა 26:12 დაამარცხა, მერე ესპანეთთან თავად დამარცხდა - 12:14, ხოლო მესამე მატჩში რუმინეთს 14:10 აჯობა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ქართველი მორაგბეები ხვალ, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავენ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია