ამბები

22:49 | 18.06.2011 | ნანახია 2272 - ჯერ

საოცნებოდ მეხუთეღა დაგვრჩა

საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის პირველი ეტაპი გამარჯვებით კი გახსნა, მაგრამ წარმატება ვერ გაამყარა, დღის დარჩენილ სამ შეხვედრაში მარცხი განიცადა და ახლა, საუკეთესო შემთხვევაში, მეხუთე ადგილისთვისღა თუ იბრძოლებს. 

ქართველმა მორაგბეებმა სადებიუტო მატჩში ჰოლანდიას მხოლოდ ერთი ლელო-გარდასახვით, 14:7 აჯობეს. შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ აქ ადგილი სასტარტო ნერვიულობასა და ტაქტიკურ გათვლას ჰქონდა, მაგრამ მომდევნო მატჩში უკრაინასთან განცდილმა მარცხმა ეს ვარაუდი გააქარწყლა. უკრაინელებმა, რომელთაც ქართველი მთავარი მწვრთნელი და რამდენიმე მორაგბე ჰყავს, საქართველოს სამი ლელო გაუტანა, მხოლოდ ერთი რეალიზაცია გამოიყენა, მაგრამ ორი გარდასახული ლელოს დასაძლევად ეს საკმარისი აღმოჩნდა - 17:14.
ცოტა ხანში, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი პორტუგალია ესპანეთთან 12:14 დამარცხდა და გაჩნდა შანსი, რომ “ბორჯღალოსნებს” ჯგუფში პირველი-მეორე ადგილი დაეკავებინათ, მაგრამ ესპანეთი თავიდანვე დაწინაურდა - 19:0, მერე ქართველებმა ორი საპასუხო ლელო გაიტანეს, თუმცა, ვერცერთი გარდასახვა ვერ გამოიყენეს, ჩამორჩენა ცხრაქულიანი დარჩა და ბოლო სიტყვაც კვლავ ესპანეთმა თქვა - 26:10. რჩებოდა კიდევ ერთი შანსი, საჭირო იყო ძლიერი პორტუგალიის ბეჭებზე გაკვრა და საქართველოს ნაკრებმაც იომა, ორი ლელო გაიტანა და რეალიზაციებიც ზუსტად ურტყა, მაგრამ მეტოქემ სამი ლელო-გარდასახვით უპასუხა, 21:14 იმარჯვა და საქართველოს ნაკრები პირველი დღის შემდეგ, ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე დატოვა. 
ახლა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, რომელიც 19 ივნისს, თბილისის დროით 12:40 საათზე დაიწყება, საქართველომ აუტსაიდერი რუმინეთი რაც შეიძლება დიდი სხვაობით უნდა დაამარცხოს, ამავდროულად, უკრაინა და ჰოლანდია, შესაბამისად, ესპანეთთან და პორტუგალიასთან დამარცხდნენ და ქართველ მორაგბეებს ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილის დაკავებით, ტურნირში V-VIII ადგილებისთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდებათ. ეს იმითაა კარგი, რომ გუნდი რაც უკეთეს ადგილს დაიკავებს გრან პრის პირველ ეტაპზე, მით უკეთეს ჯგუფში მოხვდება მომდევნო ეტაპზე და ამასთან, ევროპის ჩემპიონატში საბოლოო ადგილი, ოთხივე ეტაპზე დაკავებული ადგილის მიხედვით დარიცხული ქულებით ისაზღვრება. 
არის კიდევ ერთი რამ, რის გამოც ხუთეულისთვის ბრძოლა ღირს. ლიონის გრან პრის B ჯგუფში ოთხი ისეთი გუნდი თამაშობს, რომლებიც დიდ რაგბიში ექვს ერს წარმოადგენენ და ქართულ შვიდკაცას მათთან ძალების მოსინჯვის შანსი გაუჩნდება. ოთხი ტურის შემდეგ, იქ სამ-სამი მოგებით ინგლისი, მასპინძელი საფრანგეთი და უელსი ლიდერობენ. მეოთხე ადგილზეა იტალია, რომელმაც ინგლისი სენსაციურად დაამარცხა და უელსსაც დიდი ბრძოლა გაუმართა, ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში რუსეთს ეთამაშება და თუ თორმეტ ქულაზე მეტი სხვაობით არ დამარცხდა, ტურნირზე ხუთეულისთვის ბრძოლას გააგრძელებს.        
საქართველოს ნაკრები ლიონის გრან პრიზე ასეთი შემადგენლობით თამაშობს: დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ალექსანდრე ნიჟარაძე (“ყოჩები”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), გიორგი შკინინი (“ხულიგანა”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი).
მწვრთნელები: კახა ალანია, პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი 
 
A ჯგუფი
18 ივნისი
საქართველო - ჰოლანდია 14:7
ესპანეთი - რუმინეთი 28:0
პორტუგალია - უკრაინა 26:12
რუმინეთი - ჰოლანდია 5:31
საქართველო - უკრაინა 14:17
პორტუგალია - ესპანეთი 12:14
უკრაინა - ჰოლანდია 17:21
პორტუგალია - რუმინეთი 14:10
ესპანეთი - საქართველო 26:10
რუმინეთი - უკრაინა 14:19
ესპანეთი - ჰოლანდია 41:0
პორტუგალია - საქართველო 21:14
 
1. ესპანეთი        0  0  109-22  12
2. პორტუგალია  4  3  0  1   73-50  10
3. უკრაინა          4  2  0  2    65-75   8
4. ჰოლანდია     4   2 2    59-77   8
5. საქართველო  4   1 0   3    52-71  6
6. რუმინეთი      4  0  0  4     29-92  4
 
19 ივნისი
ესპანეთი - უკრაინა 
საქართველო - რუმინეთი (12:40 თბ. დროით)
პორტუგალია - ჰოლანდია  
 
B ჯგუფი
18 ივნისი
ინგლისი - მოლდოვა 45:0
რუსეთი - უელსი 14:15
საფრანგეთი - იტალია 19:14
უელსი - მოლდოვა 19:17
ინგლისი - იტალია 19:21
საფრანგეთი - რუსეთი 22:5
იტალია - მოლდოვა 26:19
საფრანგეთი - უელსი 15:5
რუსეთი - ინგლისი 0:35
უელსი - იტალია 24:21
რუსეთი - მოლდოვა 36:7
საფრანგეთი - ინგლისი 15:33
 
1. ინგლისი       4  3  132-36  10
2. საფრანგეთი  4  3  71-57   10 
3. უელსი          4  3  0  1   63-67   10 
4. იტალია        4  2  0  2   82-81    8 
5. რუსეთი       4  1  0  3   55-79    6 
6. მოლდოვა    4  0  4   43-126  
 
19 ივნისი
რუსეთი - იტალია 
ინგლისი - უელსი 
საფრანგეთი - მოლდოვა 
 
 
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092267