საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, რომელიც IRB-ს ერთა თასის დასკვნით მატჩში, დღეს, თბილისის დროით, 20:00 საათზე ნამიბიის ეროვნულ გუნდს ეთამაშება, ერთი ცვლილება განხორციელდა.
როგორც ჩანს, წინასწარ შემადგენლობაში 9 ნომერზე შერჩეული გიორგი ბეგაძე დაშავდა და მის ადგილს ბიძინა სამხარაძე დაიკავებს, ხოლო სათადარიგოთა შორის ბესიკ ხამაშურიძე გამწესდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია