საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, IRB-ს ერთა თასის დასკვნით შეხვედრაში, ცუდად დაწყებული მატჩის ბედის შემოტრიალება მოახერხა და 23:18 იმარჯვა.
	ნამიბიელები ლელოთი დაწინაურდნენ და მალე ჯარიმაც გაიტანეს. მალხაზ ურჯუკაშვილმა ჯარიმითვე სხვაობა შეამცირა, თუმცა, აფრიკელებმა ამას მე-2 ლელოც მიაყოლეს და ამჯერად, გარდასახვაც გამოიყენეს. კარგა ხანს, ტაბლოზე 15:3 შენარჩუნდა. პირველი ნახევრის ბოლომდე ბევრი დრო აღარ რჩებოდა, როდესაც ბიძინა სამხარაძემ ერთი საპასუხო ლელო გაიტანა და ურჯუკაშვილმა რეალიზაციით ჩამორჩენა ხუთ ქულამდე დაიყვანა.
	მე-2 ნახევარი ქართველთა იერიშებით დაიწყო და “ბორჯღალოსანთა” გარჯა რევაზ გიგაურის ლელოთი დაგვირგვინდა, მალხაზ ურჯუკაშვილმა კი, საქართველოს ნაკრები რეალიზაციით დააწინაურა.
	ნამიბია უკანასკნელად ჯარიმით გავიდა წინ, რადგან მალხაზ ურჯუკაშვილმა 2 ჯარიმა ზუსტად შეასრულა და შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
	პორტუგალია - სამხრეთ აფრიკის “კინგსი” 12:39
	რუმინეთი – არგენტინა 13:37
	
	საბოლოო მდგომარეობა
	1. სამხრეთ აფრიკის “კინგსი”    3    3    0    97:52    13
	2. საქართველო                  3    2    1    54:62    8
	3. არგენტინის ”იაგუარსი”         3    1    2    71:52    7
	4. ნამიბია                                   3    1    2    58:59    6
	5. რუმინეთი                              3    1    2    49:75    5
	6. პორტუგალია                         3    1    2    60:89    5








კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია