ამბები

14:30 | 20.06.2011 | ნანახია 1965 - ჯერ

ერნანდესი თითქმის გამოირიცხა

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა  და ფრანგული “რასინგის” ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე ხუან მარტინ ერნანდესი იმ 39 მოთამაშეს შორის ვერ მოხვდა, რომლებიც “პუმებმა” მომავალი მსოფლიოს თასისთვის წინასწარ განაცხადში შეიყვანეს. მიზეზი მუხლის ტრავმაა, რომელიც არგენტინელთა ათ ნომერს უკვე კარგა ხანია აწუხებს.
“მოგვიანებით სამედიცინო პერსონალთან კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება და გავარკვევთ, ერნანდესის გამოჯანმრთელების პროცესი როგორ მიდის. მისი ნაკრებში გამოძახებაც ამაზე იქნება დამოკიდებული”, - აღნიშნა ეროვნული ნაკრების თავკაცმა სანტიაგო ფელანამ.
შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე, საქართველო და არგენტინა B ჯგუფში ერთად ითამაშებენ. “ბორჯღალოსნები” სამხრეთამერიკელებს ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, 2 ოქტომბერს პალმერსტონ ნორსში შეერკინებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083037