ამბები

17:26 | 20.06.2011 | ნანახია 3698 - ჯერ

“ბორჯღალოსნებმა” სულ ცოტათი იხეირეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს IRB-ს ერთა თასის დასკვნით ტურში ნამიბიის 23:18 დამარცხებამ ყოველკვირეულ მსოფლიო რეიტინგში 0,15 ქულა შესძინა, მე-14 ადგილზე დატოვა და იაპონიას მცირედით მიუახლოვა.
მიუხედავად ქართველებთან მარცხისა, ნამიბიამ წინა რეიტინგთან შედარებით, ერთი საფეხურით აიწია და პორტუგალია მე-20 ადგილიდან დააქვეითა. ეს იმიტომ, რომ გასულ კვირაში, ქართველებთან მარცხამდე ნამიბიელებმა იმავე ტურნირზე სწორედ პორტუგალიას სძლიეს (29:23). ამან მათი წინსვლა განაპირობა, პორტუგალია კი, 21-ე ადგილამდე დაეშვა.
მოწინავე ოცეულში გუნდების რეიტინგზე გასულ კვირაში გამართულმა კიდევ ერთმა შეხვედრამ მოახდინა გავლენა. “ჩერჩილის თასის” უკანასკნელი გათამაშების მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში, აშშ-მა რუსეთი დაძაბულ ბრძოლაში 32:25 დასცა და რეიტინგს 0,68 ქულა შემატა, თუმცა, ეს წინსვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ქულების დაკარგვამ ადგილი დამარცხებულ რუსეთსაც შეუნარჩუნა, ის კვლავ მეცხრამეტეა, ოღონდ, ნამიბიას მიახლოვების საშუალება მისცა და რუმინეთს კიდევ უფრო დაშორდა.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 20 ივნისისთვის
1    (1). ახალი ზელანდია    93,19
2    (2). ავსტრალია    87,45
3    (3). სამხრეთ აფრიკა    86,44
4    (4). ირლანდია    82,51
5    (5). ინგლისი    82,48
6    (6). საფრანგეთი    82,06
7    (7). უელსი    79,55
8    (8). არგენტინა    78,97
9    (9). შოტლანდია    77,35
10    (10). ფიჯი    74,05
11    (11). სამოა    74,02
12    (12). იტალია    73,54
13    (13). იაპონია    71,45
14    (14). საქართველო    70,30
15    (15). კანადა    69,78
16    (16). ტონგა    68,90
17    (17). აშშ    66,78
18    (18). რუმინეთი    65,57
19    (19). რუსეთი    61,93
20    (21). ნამიბია    61,43
21    (20). პორტუგალია    60,67
22    (22). ურუგვაი    60,02
23    (23). ესპანეთი    59,43
24    (24). ჩილე    59,19
25    (25). ბელგია    56,50
26    (26). მაროკო    56,11
27    (27). ჰონ კონგი    54,49
28    (28). ბრაზილია    54,35
29    (29). მოლდოვა    54,10
30    (30). კორეა    53,89
31    (31). ჩეხეთი    53,78
32    (32). ყაზახეთი    53,66
33    (33). უკრაინა    53,34
34    (34). პოლონეთი    52,88
35    ...
 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084618