საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა 2011 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად შეკრებაზე 46 მორაგბე დაასახელა.
გაფართოებული შემადგენლობა შეკრებას თბილისში, 4 ივლისს დაიწყებს. მზადების მეორე ეტაპს ეროვნული გუნდი საფრანგეთში გეგმავს, სადაც ამხანაგურ მატჩებს Top 14-ის გუნდებთან გამართავს, 22 აგვისტოს კი, საბოლოოდ უნდა დასახელდეს იმ 30 მორაგბის ვინაობა, რომლებიც ახალ ზელანდიაში საქართველოს სახელს დაიცავენ.
დიქსონმა გაფართოებულ შემადგენლობაში შემდეგ მორაგბეებს უხმო: ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (“ობენა”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, თბილისი), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), ირაკლი გიორგაძე (“აია”, ქუთაისი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი), გიორგი ჟღენტი (“მონპელიე”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), გიორგი კაჭარავა (“ლელო”, თბილისი), ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), გრიგოლ ლაბაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”, საფრანგეთი), ვახტანგ მაისურაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე (“აჟენი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი), ანტონ ფეიქრიშვილი (“კასტრი”, საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), ბექა შეყლაშვილი (“აჟენი”, საფრანგეთი), გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), ბესარიონ უდესიანი (“მაკონი”, საფრანგეთი), ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), მალხაზ ურჯუკაშვილი (“გურდონი”, საფრანგეთი), ილია ზედგინიძე (“კერკერენი”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ლაშა თავართქილაძე (“ფარული”, რუმინეთი).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
ხაზის მწვრთნელი: დონ კასკი
დაცვის მწვრთნელი: ჯონ მაგლტონი
ფიზიკური მომზადების მწვრთნელი: გარეთ ადამსონი
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია