ამბები

21:14 | 22.06.2011 | ნანახია 2566 - ჯერ

ინგლისელებმა გაფართოებულ შემადგენლობაში ექვსი “უცხოტომელი” შეიყვანეს

2011 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს სარაგბო ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე ინგლისმა ზელანდიური ტურნირისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ინგლისის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პირველ შეკრებაზე 45 მოთამაშე იქნება გამოძახებული, რომელთაგან მსოფლიოს თასზე 30 გაემგზავრება.
ინგლისელებში ყველაზე დიდი რეზონანსი გუნდში იმ მორაგბეთა ხილვამ გამოიწვია, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ არიან დაბადებულნი. მათ შორის ზელანდიელები დილან ჰარტლი, რიკი ფლატი, შონტეინ ჰეიპი და ტომას უოლდრომი (“კრუზეიდერსის” ყოფილი წევრი, რომელიც თავად მორაგბეებმა პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე დაასახელეს), სამხრეთაფრიკელი მორიც ბოტა და სამოელი მანუ ტუილაგი არიან.
ინგლისელთა მთავარი მწვრთნელის, მარტინ ჯონსონის მიერ დასახელებული სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება.
ფორვარდები: მორიც ბოტა (სარასენსი), ჯორჯ ჩატერი (ლესტერი), დენ კოული (ლესტერი), ალექს კორბისიერო (ლონდონ აირიში), ტომ კროფტი (ლესტერი), ლუის დიკონი (ლესტერი), პოლ დორან-ჯოუნსი (გლოსტერი), ნიკ ისტერი (ჰარლიქვინზი), ჰენდრი ფურიე (სეილ შარქსი), დილან ჰარტლი (ნორსჰემპტონი), ჯეიმს ჰასკელი (უკლუბოდ), კორტნი ლოუესი (ნორსჰემპტონი), ლი მირსი (ბასი), ლუის მუდი (ბასი), ტომ პალმერი (სტად ფრანსე), ტიმ პეინი (ლონდონ უოსპსი), ენდრიუ შერიდანი (სეილ შარქსი), მეტ სტივენსი (სარასენსი), სტივ ტომპსონი (ლონდონ უოსპსი), ტომას უოლდრომი (ლესტერი), დევიდ უილსონი (ბასი), ტომ ვუდი (ნორსჰემპტონი), ჯო უორსლი (ლონდონ უოსპსი).
ბეკები: დელონ ერმიტეიჯი (ლონდონ აირიში), კრის ეშტონი (ნორსჰემპტონი), მეტ ბანაჰანი (ბასი), დენი ქეარი (ჰარლიქვინზი), მარკ კუეტო (სეილ შარქსი), ტობი ფლუდი (ლესტერი), რიკი ფლატი (ლონდონ უოსპსი), ბენ ფოდენი (ნორსჰემპტონი), შონტეინ ჰეიპი (ბასი), ჩარლი ჰოჯსონი (სარასენსი), უგო მონიე (ჰარლიქვინზი), ჩარლი შარპლესი (გლოსტერი), ჯო სიმპსონი (ლონდონ უოსპსი), ჯეიმს სიმპსონ-დენიელი (გლოსტერი), დევიდ სტრეტლე (სარასენსი), მაიკ ტინდალი (გლოსტერი), მანუსამოა ტუილაგი (ლესტერი), რიჩარდ უიგლსუორსი (სარასენსი), ჯონი უილკინსონი (ტულონი), ბენ იანგსი (ლესტერი).
შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და საქართველოს ნაკრებთა სამსოფლიოსთასო დაპირისპირება 18 სექტემბერს დანიდინში შედგება. ამ გუნდების გარდა, B ჯგუფში შოტლანდიის, არგენტინისა და რუმინეთის გუნდებიც ითამაშებენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082453