საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის მეორე ეტაპის პირველ შეხვედრაში, მოსკოვში საფრანგეთის ნაკრები 12:7 დაამარცხა.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში, უელსისა და რუმინეთის დაპირისპირება ფრედ, 26:26 დასრულდა. ზემოთნახსენები ოთხეულის გარდა, B ჯგუფში ესპანეთისა და უკრაინის ნაკრებები თამაშობენ, რომელთა შეხვედრაც ამ წუთებში მიმდინარეობს.
სამი თამაში გაიმართა A ჯგუფში. მასპინძელმა რუსეთმა მოლდოვა 36:0 გაანადგურა, პორტუგალიამ ჰოლანდიას 45:14 სძლია, ხოლო ინგლისმა იტალია 33:5 დაამარცხა.
მოსკოვის გრან პრიზე საქართველოს ნაკრების მეორე მეტოქე რუმინეთი იქნება. შეხვედრა 13:20 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები მოსკოვში ასეთი შემადგენლობით თამაშობს: დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი თხილაიშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ზაქარია ზირაქაშვილი (“ხარები”, რუსთავი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია