ამბები

16:58 | 25.06.2011 | ნანახია 1716 - ჯერ

7-კაცას ორიდან ორი მოგება

 

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, მოსკოვში მიმდინარე ევროპის გრან პრის მეორე ეტაპზე ორი შეხვედრა გამართა და ორივეში გამარჯვება მოიპოვა. 
თუკი პირველ მატჩში საფრანგეთის ნაკრების 12:7 დამარცხება ერთგვარი სენსაცია იყო, რუმინეთთან ჯახში გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა. “მუხის ფოთლებმა” ერთი კვირის წინ ლიონის ეტაპისგან განსხვავებით, ქართველებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ორის წილ სამი ლელო მიიღეს და “ბორჯღალოსნებმა” 21:12 იმარჯვეს. 
სანამ ესპანეთი თავის მორიგ შეხვედრას გამართავს საფრანგეთთან, საქართველო ერთპიროვნული ლიდერია, მერე კი, ვნახოთ... მომდევნო მატჩი საქართველოს ნაკრებს სწორედ ესპანეთთან, 16:00 საათზე უწევს.
ერთი საგულისხმო ფაქტი - რუსულ “თვითერს”, რომელიც მოსკოვის გრან პრის შედეგებს ყველაზე სწრაფად ავრცელებს, რატომღაც სწორედ საქართველოს ნაკრების გამარჯვება “გამორჩა”, თორემ ამ შეხვედრის შემდეგ, ანგარიშების განახლება ჩვეულებრივად გაგრძელდა. 
 
საქართველოს ნაკრები მოსკოვში ასეთი შემადგენლობით თამაშობს: დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი თხილაიშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ზაქარია ზირაქაშვილი (“ხარები”, რუსთავი). 
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08367