საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, მოსკოვში მიმდინარე ევროპის გრან პრის მეორე ეტაპის მეოთხე შეხვედრაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები ერთი ხანობა 12:0-ს იგებდნენ, “ბორჯღალოსნებმა” სიტუაციის გამოსწორება შეძლეს და 14:12 იმარჯვეს.
ამრიგად, პირველი დღის 4 შეხვედრიდან, ქართველებმა სამში გამარჯვება მოიპოვეს და მხოლოდ ერთხელ, პირველი ეტაპის ფინალისტ ესპანეთთან დამარცხდნენ. სადებიუტო მატჩში ქართველებმა საფრანგეთს 12:7 მოუგეს, მერე რუმინეთს 21:12 აჯობეს, ამას ესპანეთთან 5:24 მარცხი მოჰყვა, მეოთხე შეხვედრაში კი, უკრაინას 14:12 სძლიეს და თასის ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებენ. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები ხვალ, 11:00 საათზე უშუალო კონკურენტ უელსთან გამართავს და თუ გამარჯვება მოიპოვა, ფლეი ოფებში ნახევარფინალისთვის იბრძოლებს.
უელსის ნაკრები დღევანდელი დღის მეოთხე მატჩში ესპანეთს დაუპირისპირდება და თუ მარცხი განიცადა, მაშინ ხვალ, თასის ნახევარფინალში გასასვლელად ქართველებისთვის ფრეც საკმარისი იქნება.
საქართველოს ნაკრები მოსკოვში ასეთი შემადგენლობით თამაშობს: დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი თხილაიშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ზაქარია ზირაქაშვილი (“ხარები”, რუსთავი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია