საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, მოსკოვში მიმდინარე ევროპის გრან პრის მეორე ეტაპის პირველ სათამაშო დღეს, ოთხიდან 3 შეხვედრა მოიგო, ჯგუფის დასკვნითი მატჩის წინ მეორე ადგილს იკავებს და თასისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად, უელსთან გასამართი ჯახის ფრედ დასრულებაც ყოფნის.
B ჯგუფის პირველ შეხვედრაში სენსაცია დაფიქსირდა, რადგან უელსმა ჯგუფის აუტსაიდერ რუმინეთის დამარცხება ვერ მოახერხა და მასთან მხოლოდ ფრეს დაყაბულდა - 26:26. ამით კარგად ისარგებლა საქართველოს ნაკრებმა, მოინდომა, ფრანგებს ორი ლელო გაუტანა და ერთი რეალიზაცია გამოიყენა, მეტოქეს მხოლოდ თითო ლელო-გარდასახვა გაატანინა და 12:7 იმარჯვა. კარგ სტარტს კარგი გაგრძელება მოყვა. გულმოცემულმა რუმინეთმა საქართველოსთანაც გაიბრძოლა და ორი ლელო მიითვალა, რასაც ერთი რეალიზაცია მოჰყვა, მაგრამ ქართველებისგან პასუხად სამი ლელო მიიღო, სამივე გარდასახვა ზუსტი იყო და კახა ალანიას შეგირდებმა 21:12 იმარჯვეს.
მესამე მატჩში ქართველთა მეტოქე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ესპანეთის ნაკრები იყო, რომელიც ერთი კვირის წინ ლიონში მეორე ადგილზე გავიდა და ფინალში მხოლოდ ინგლისთან დამარცხდა. ორივე გუნდს ორ-ორი მოგება ჰქონდა და გამარჯვებული ლიდერი ხდებოდა. ქართველებმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს და 0:24 ჩამორჩნენ. სულ ბოლოს, საქართველოს ნაკრებმა ერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხა და 5:24 დამარცხდა. დღის ბოლო მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. “ბორჯღალოსნების” მეტოქე ის უკრაინის ნაკრები იყო, რომელსაც ქართველი მთავარი მწვრთნელი და რამდენიმე ჩვენებური მორაგბე ჰყავს. უკრაინელებმა საქართველო ლიონში 17:14 დაამარცხეს და მოსკოვშიც ორი ლელოთი დაწინაურდნენ, ოღონდ, მხოლოდ ერთი რეალიზაციით იხეირეს 12:0-ს იგებდნენ. ქართულმა 7-კაცამ ძალა მოიკრიბა, ორ წუთში ორი საპასუხო ლელო გაიტანა, ორივე რეალიზაცია გამოიყენა და მეტოქეს ორი ქულით სძლია - 14:12.
ქართველთა მდგომარეობას დიდწილად განსაზღვრავდა დღის ბოლო მატჩი, რომელშიც ესპანეთი უელსს ხვდებოდა. ესპანელებმა დაძაბულ ბრძოლაში 26:19 იმარჯვეს და თავად ნახევარფინალში თამაში ნაადრევად დაიბევეს, საქართველოს კი, ამ მიზნის მისაღწევად 26 ივნისს უელსთან შეხვედრის ფრედ დასრულებაც ყოფნის. თამაში 11:00 საათზე დაიწყება და ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა, საქართველოს ნაკრები თასის ნახევარფინალში იბრძოლებს, თუ ლიონის მსგავსად V-VIII ადგილებისთვის მოუწევს ბრძოლის გაგრძელება.
A ჯგუფიდან თასისთვის ბრძოლა გაინაღდა პორტუგალიის ნაკრებმა, რომელმაც ოთხივე შეხვედრა მოიგო. მეორე ნახევარფინალური საგზურისთვის, ლიონის ეტაპის გამარჯვებული ინგლისი, მასპინძელი რუსეთი და იტალია იბრძოლებენ. ყველაზე კარგი შანსი ინგლისელებს აქვთ, რადგან მათ რუსეთთან შედარებით გატანილ-გაშვებული ქულების ბევრად უკეთესი სხვაობა აქვთ და მინიმალური გამარჯვებაც კი, მათთვის პრაქტიკულად თასის ნახევარფინალში გასვლის ტოლფასი იქნება.
ხვალინდელი მატჩები 10 საათიდან დაიწყება და ზუსტად 12 საათისთვის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები დასრულებული იქნება, რის შემდეგაც, ფლეი ოფების დრო დადგება. თუ საქართველოს ნაკრები თასის ნახევარფინალში გავიდა, ის თავის შეხვედრას 14:00 საათზე გამართავს, ხოლო თუ უელსს ვერ აჯობა და ბრძოლა V-VIII ადგილებისათვის გააგრძელა, მაშინ 13:40 საათზე ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები მოსკოვში ასეთი შემადგენლობით თამაშობს: დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი თხილაიშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ზაქარია ზირაქაშვილი (“ხარები”, რუსთავი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
A ჯგუფი
25 ივნისი. შაბათი
რუსეთი - მოლდოვა 36:0
პორტუგალია - ჰოლანდია 45:14
ინგლისი - იტალია 33:5
ჰოლანდია - მოლდოვა 28:12
რუსეთი - იტალია 19:12
ინგლისი - პორტუგალია 21:28
იტალია - მოლდოვა 19:5
ინგლისი - ჰოლანდია 48:5
პორტუგალია - რუსეთი 21:5
ჰოლანდია - იტალია 0:46
პორტუგალია - მოლდოვა 35:5
ინგლისი - რუსეთი 14:14
1. პორტუგალია 4 4 0 0 129-45 12
2. ინგლისი 4 2 1 1 116-52 9
3. რუსეთი 4 2 1 1 74-47 9
4. იტალია 4 2 0 2 82-57 8
5. ჰოლანდია 4 1 0 3 47-151 6
6. მოლდოვა 4 0 0 4 22-118 4
26 ივნისი. კვირა
პორტუგალია - იტალია (10:00)
რუსეთი - ჰოლანდია (10:40)
ინგლისი - მოლდოვა (11:20)
B ჯგუფი
25 ივნისი. შაბათი
უელსი - რუმინეთი 26:26
საფრანგეთი - საქართველო 7:12
ესპანეთი - უკრაინა 21:7
საქართველო - რუმინეთი 21:12
უელსი - უკრაინა 29:7
ესპანეთი - საფრანგეთი 17:12
უკრაინა - რუმინეთი 17:14
ესპანეთი - საქართველო 24:5
საფრანგეთი - უელსი 21:24
საქართველო - უკრაინა 14:12
საფრანგეთი - რუმინეთი 40:7
ესპანეთი - უელსი 26:19
1. ესპანეთი 4 4 0 0 88-43 12
2. საქართველო 4 3 0 1 52-55 10
3. უელსი 4 2 1 1 98-80 9
4. საფრანგეთი 4 1 0 3 80-60 6
5. უკრაინა 4 1 0 3 43-78 6
6. რუმინეთი 4 0 1 3 59-104 5
26 ივნისი. კვირა
საფრანგეთი - უკრაინა (10:20)
უელსი - საქართველო (11:00)
ესპანეთი - რუმინეთი (11:40)
26 ივნისი. კვირა
ნახევარფინალები და ფინალები
მდგომარეობა პირველი ეტაპის შემდეგ
18 - ინგლისი, 16 - ესპანეთი, 15 - საფრანგეთი, 14 - პორტუგალია, 12 - რუსეთი, 10 - უელსი, 8 - საქართველო, 6 - ჰოლანდია, 4 - იტალია, 3 - უკრაინა, 2 - რუმინეთი, 1 - მოლდოვა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია