ამბები

17:02 | 26.06.2011 | ნანახია 3023 - ჯერ

უკეთ, ვიდრე საფრანგეთში

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის მე-2, მოსკოვის ეტაპზე უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ერთი კვირის წინათ გამართულ პირველ, ლიონის ეტაპზე.
საფრანგეთში საქართველოს ნაკრებს 2 ლეგიონერი - მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ჩხაიძე - ეხმარებოდა, მაგრამ შვიდიდან მხოლოდ 3 თამაშის მოგება მოახერხა და მე-7 ადგილზე გავიდა. მართალია, რუსეთის დედაქალაქში ნაკრები ქართულ კლუბებში მობურთალი მორაგბეებით დაკომპლექტებული წავიდა, მაგრამ შვიდიდან 4 მატჩი მოიგო, თანაც ოთხივე ჯგუფურ ეტაპზე და თასის ნახევარფინალში გავიდა.
ფლეი ოფში ქართულმა შვიდკაცამ წარმატების მიღწევა ვეღარ მოახერხა. ნახევარფინალში პორტუგალიასთან 10:24 მარცხის შემდეგ, მე-3 ადგილისთვის მატჩში ესპანეთთან 0:27 დაეცა და მე-4 ადგილს დასჯერდა, თუმცა, ეს შედეგი ლიონის ეტაპისაზე ბევრად უკეთესია. 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083249