ამბები

17:30 | 27.06.2011 | ნანახია 2595 - ჯერ

რეიტინგში უძრაობაა

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში, საუკეთესო ოცდაათ გუნდს შორის 20 ივნისიდან 27 ივნისამდე არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ეს იმიტომ, რომ ეროვნული ნაკრებების დონეზე გუნდებს შეხვედრები არ გაუმართავთ და მაჩვენებლებიც უცვლელად დარჩა.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს 70,30 სარეიტინგო ქულა რჩება და კვლავ მე-14 პოზიციაზეა. “ბორჯღალოსნები” 0,52 სარეიტინგო ქულით უსწრებენ კანადას და 1,15 ქულით ჩამორჩებიან იაპონიას.
ერთ კვირაში იაპონელებთან ქულათა სხვაობა შეიცვლება, რადგან 2 ივლისს სტარტს იღებს წყნარი ოკეანის ერთა თასის გათამაშება. პირველ ტურში იაპონია ტოკიოში სამოას უმასპინძლებს, ხოლო ფიჯი ლაუტოკაში ტონგას დაუხვდება. ბუნებრივია, რეიტინგზე ამ მეორე მატჩის შედეგიც მოახდენს გავლენას. წყნარი ოკეანის ერთა თასის გათამაშების მეორე ტური 9 ივლისს, ხოლო დასკვნითი მესამე ტური - 13 ივლისს გაიმართება.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 27 ივნისისთვის
1    (1). ახალი ზელანდია    93,19
2    (2). ავსტრალია    87,45
3    (3). სამხრეთ აფრიკა    86,44
4    (4). ირლანდია    82,51
5    (5). ინგლისი    82,48
6    (6). საფრანგეთი    82,06
7    (7). უელსი    79,55
8    (8). არგენტინა    78,97
9    (9). შოტლანდია    77,35
10    (10). ფიჯი    74,05
11    (11). სამოა    74,02
12    (12). იტალია    73,54
13    (13). იაპონია    71,45
14   (14). საქართველო    70,30
15    (15). კანადა    69,78
16    (16). ტონგა    68,90
17    (17). აშშ    66,78
18    (18). რუმინეთი    65,57
19    (19). რუსეთი    61,93
20    (20). ნამიბია    61,43
21    (21). პორტუგალია    60,67
22    (22). ურუგვაი    60,02
23    (23). ესპანეთი    59,43
24    (24). ჩილე    59,19
25    (25). ბელგია    56,50
26    (26). მაროკო    56,11
27    (27). ჰონ კონგი    54,49
28    (28). ბრაზილია    54,35
29    (29). მოლდოვა    54,10
30    (30). კორეა    53,89
31    (31). ჩეხეთი    53,78
32    (32). ყაზახეთი    53,66
33    (33). უკრაინა    53,34
34    (34). პოლონეთი    52,88
35    ...
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085808