საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან პრის მესამე, ბარსელონის ეტაპზე A ჯგუფში სერიის ლიდერ ინგლისის ნაკრებთან ითამაშებს.
ინგლისმა ორივე ეტაპი მოიგო (ლიონის და მოსკოვის) და საერთო ჩათვლაში ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს, საქართველომ კი, ლიონში მე-7, ხოლო მოსკოვში მე-4 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ქართველებს ინგლისის წინააღმდეგ აქამდე არ უთამაშიათ. კიდევ ერთი გუნდი, რომლის წინააღმდეგაც “ბორჯღალოსნები” ძალებს პირველად ბარსელონაში მოსინჯავენ, იტალიის ნაკრებია. ამ სამეულის გარდა A ჯგუფში ექვსი ერის კიდევ ერთი წარმომადგენელი საფრანგეთი, ჰოლანდია და რუმინეთი ითამაშებენ.
B ჯგუფში პორტუგალიის, ესპანეთის, უელსის, რუსეთის, უკრაინისა და მოლდოვის ნაკრებები მოხვდნენ. ბარსელონის ეტაპი 9-10 ივლისს გაიმართება, ხოლო ევროპის გრან პრი მეოთხე, ბუქარესტის ეტაპით 16-17 ივლისს დასრულდება და ვისაც ოთხი ეტაპის ჯამში უკეთესი ქულები ექნება, ევროპის ჩემპიონიც ის გახდება.
მდგომარეობა ორი ეტაპის შემდეგ
1. ინგლისი - 36 (18+18)
2. ესპანეთი - 31 (16+15)
3. პორტუგალია - 30 (14+16)
4. საფრანგეთი - 27 (15+12)
5. საქართველო - 22 (8+14)
6. რუსეთი - 20 (12+8)
7. უელსი - 20 (10+10)
8. იტალია - 10 (4+6)
9. ჰოლანდია - 7 (6+1)
10. რუმინეთი - 6 (2+4)
11. უკრაინა - 6 (3+3)
12. მოლდოვა - 3 (1+2)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია