ამბები

15:53 | 28.06.2011 | ნანახია 3256 - ჯერ

უკრაინით ვიწყებთ, რუსეთით ვასრულებთ

ცნობილი გახდა 2012 წლის ერთა თასის გათამაშების განრიგი, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირში 4 თებერვალს ჩაებმება. ამ დღეს, ქართველი მორაგბეები გამოკვეთილ აუტსაიდერ უკრაინას ესტუმრებიან, ამდენად, შეჯიბრის გამარჯვებით დაწყების კარგი შანსი აქვთ.
ტრადიციისამებრ, ერთა თასის შეხვედრები თებერვალ-მარტში შედგება. უკრაინიდან ერთი კვირის თავზე, “ბორჯღალოსნები” ესპანეთს ეწვევიან, 25 თებერვალს პორტუგალიას უმასპინძლებენ, 10 მარტს რუმინეთში ყველაზე “მძიმე” გასვლითი მატჩი ელით, ტურნირს კი, 17 მარტს, რუსეთის ნაკრებთან შერკინებით დაასრულებენ, რომელიც თბილისს რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ესტუმრება.
შეგახსენებთ, რომ წლეულს საქართველოს ნაკრებმა ტურნირში ხუთივე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად უდგას სათავეში. ამჟამად, 2011 წლის განრიგიდან ერთადერთი მატჩიღა გახლავთ ჩასატარებელი. დიდთოვლობის გამო გადატანილ შეხვედრაში, უკრაინელები რუმინელებს, 20 აგვისტოს, ლვოვში უმასპინძლებენ.

 

ევროპის ერთა თასი 2011
ეპანეთი – რუსეთი 24:28
პორტუგალია – რუმინეთი 24:17
საქართველო – უკრაინა 62:3
საქართველო – ესპანეთი 60:0
რუსეთი – პორტუგალია 19:21
პორტუგალია – საქართველო 12:13
რუმინეთი – რუსეთი 33:3
ეპანეთი – უკრაინა 35:13
საქართველო – რუმინეთი 18:11
ესპანეთი – პორტუგალია 25:10
უკრაინა – რუსეთი 5:41
რუსეთი – საქართველო 9:15
რუმინეთი – ესპანეთი 64:8
პორტუგალია – უკრაინა 46:24
უკრაინა – რუმინეთი (20 აგვისტო)

 

სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო 5 5 0 0 168-35 22

2. პორტუგალია 5 3 0 2 113-98 13
3. რუმინეთი 4 2 0 2 125-53 11
4. რუსეთი 5 2 0 3 100-98 11
5. ესპანეთი 5 2 0 3 92-175 10
6. უკრაინა 4 0 0 4 45-184 0

 

ევროპის ერთა თასი 2012
4 თებერვალი

რუმინეთი – პორტუგალია
უკრაინა – საქართველო

 

11 თებერვალი
ესპანეთი – საქართველო
პორტუგალია – რუსეთი
რუმინეთი – უკრაინა

 

25 თებერვალი
საქართველო
– პორტუგალია
უკრაინა – ესპანეთი
რუსეთი – რუმინეთი

 

10 მარტი
რუმინეთი – საქართველო
პორტუგალია – ესპანეთი
რუსეთი – უკრაინა

 

17 მარტი
საქართველო
– რუსეთი
ესპანეთი – რუმინეთი
უკრაინა – პორტუგალია

 

24 მარტი
რუსეთი – ესპანეთი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078736