რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) გადაწყვეტილებით, 2013 წელს, 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასს საფრანგეთი უმასპინძლებს.
რამდენიმე დღეა, რაც 2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშება დასრულდა, რომელიც ზედიზედ მეოთხედ ახალმა ზელანდიამ მოიგო და IRB-მ უკვე ახალი მასპინძელი გამოაცხადა. მომავალი წლის შემდეგ, როდესაც მსოფლიო თასს სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს, ახალგაზრდებს შორის ყველაზე მასშტაბური პირველობა კვლავ ევროპას დაუბრუნდება.
ორგანიზატორები კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ გასულმა გათამაშებამ გულშემატკივართა დიდი ინტერესი გამოიწვია და იმედოვნებენ, რომ პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება. მომავალი მასპინძლის ორი წლით ადრე დასახელება, IRB-ს მაღალჩინოსნებმა იმით ახსნეს, რომ ქვეყანას მოსამზადებლად დიდი დრო ექნება და ეს ტურნირის საორგანიზაციო კუთხეს კიდევ უფრო უკეთესს გახდის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია