ამბები

17:25 | 9.07.2011 | ნანახია 2083 - ჯერ

იტალიამ გვაჯობა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის მესამე, ბარსელონას ეტაპის პირველი შეხვედრა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მარცხი განიცადა.
“სკუადრა აძურამ” ორი ლელო გაიტანა და ერთი რეალიზაცია გამოიყენა, საქართველოს მონაგარმა მხოლოდ ერთი ლელო შეადგინა და 5:12 დამარცხდა. A ჯგუფში, იქ სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, საფრანგეთმა ჰოლანდიას 21:12 აჯობა. ამავე ჯგუფში თამაშობენ ინგლისის და რუმინეთის გუნდები. ქართველ მორაგბეებს მეორე შეხვედრა 19:20 საათზე, გრან პრის ერთპიროვნულ ლიდერ ინგლისთან ელით, რომელმაც წინა ორი ეტაპი მოიგო.
ორი შეხვედრა გაიმართა B ჯგუფშიც - მოლდოვამ უელსს სენსაციურად 21:19 მოუგო, ხოლო მასპინძელი ესპანეთი რუსეთთან 5:12 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები ბარსელონას ეტაპზე ასეთი შემადგენლობით თამაშობს: გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), გიორგი შკინინი (“ხულიგანა”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ალექსანდრე ნიჟარაძე (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), ვახტანგ კავთიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), რატი ნუცუბიძე (“არმია”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.070835