ამბები

20:04 | 9.07.2011 | ნანახია 2191 - ჯერ

ინგლისთან ერთი ლელო არაფერია

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის მესამე, ბარსელონას ეტაპზე, ინგლისის ნაკრებს ერთი ლელო კი გაუტანა და რეალიზაციაც გამოიყენა, მაგრამ თავად ხუთი ლელო მიიღო, აქედან ოთხს ზუსტი რეალიზაცია მოყვა და კახა ალანიას შეგირდები 7:33 დამარცხდნენ.
ბარსელონას ეტაპზე საქართველოს ნაკრებისთვის გრან პრის ლიდერთან გამართული შეხვედრა მეორე იყო. პირველ მატჩში კახა ალანიას შეგირდები იტალიასთან 5:12 დამარცხდნენ და ამრიგად, ჯერჯერობით ორიდან ორი მარცხით, A ჯგუფის აუტსადერებს შორის არიან. მომდევნო მატჩს “ბორჯღალოსნები” თბილისის დროით 21:30 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავენ, რომელმაც ბარსელონაში ჯერ ჰოლანდია დაამარცხა 21:12, მერე კი რუმინეთს აჯობა 26:0. ორი კვირის წინ, საქართველომ საფრანგეთი მოსკოვის ეტაპზე 12:7 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები ბარსელონას ეტაპზე ასეთი შემადგენლობით თამაშობს: გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), გიორგი შკინინი (“ხულიგანა”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ალექსანდრე ნიჟარაძე (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), ვახტანგ კავთიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), რატი ნუცუბიძე (“არმია”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084255