ამბები

0:40 | 10.07.2011 | ნანახია 2786 - ჯერ

ერთი ფრე და სამი მარცხი

წარუმატებელი აღმოჩნდა საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებისთვის ბარსელოენის ეტაპის პირველი დღე. ევროპის გრან პრის მესამე ეტაპზე, ჯგუფის პირველი ოთხი შეხვედრიდან ქართველებმა მხოლოდ ერთი დაასრულეს ფრედ, სამში მარცხი განიცადეს და V-VIII ადგილებისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც სათუო გაიხადეს.
გარკვეულწილად, ეს წარუმატებლობა კალენდრის ბრალიც უნდა იყოს. კახა ალანიას შეგირდები, ჯგუფში ექვსი ერის წარმომადგენელი სამი ქვეყნის ნაკრებთან მოხვდნენ. ტურნირის პირველ მატჩში, იტალიის დამარცხება რეალური ჩანდა, მაგრამ “სკუადრა აძურა” იმ დღეს საქართველოზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და ერთის საპასუხოდ, ორი ლელო გაიტანა, ქართველებს 12:5 სძლია და ხასიათი წაუხდინა. მეორე შეხვედრაში ჩვენებურების მეტოქე ის ინგლისის ნაკრები იყო, რომელმაც წინა ორი ეტაპი მოიგო და გრან პრის ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს. ფავორიტთან შანსი თითქმის არ გვქონია და კარგია, რომ ერთი ლელო მაინც გავიტანეთ. ინგლისელებმა ხუთი ლელო მიითვალეს და 33:7 იმარჯვეს.
პირველი დღის მესამე შეხვედრამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა. საქართველოს ნაკრებს ორი კვირის წინანდელი გმირობის გამეორება და საფრანგეთის დამარცხება მართებდა, მაგრამ ეს აღარ გამოვიდა, ფრანგებმა მოსკოვის მაგალითი გაითვალისწინეს და 12:0 იმარჯვეს. აქ უკვე ცხადი იყო, რომ მოსკოვის ეტაპის შედეგის გამეორების შანსი გაქრა და ალანიას შეგირდები, მაქსიმუმ, V-VIII ადგილებისთვის თუ იბრძოლებდნენ. ცუდი ის იყო, რომ მანამდე რუმინეთის მძლეველ ჰოლანდიასთან, ქართველებს ფრანგებთან გადატანილი ბრძოლიდან ერთ საათში უნდა ეთამაშათ, მაშინ, როდესაც ჰოლანდიელებს დასვენებისთვის თითქმის საათზე მეტი დრო ჰქონდათ. ამით ნიდერლანდელებმა კარგად ისარგებლეს, ქართველებს ორი ლელოს საპასუხოდ თავადაც ორი გაუტანეს, ოთხივე რეალიზაცია ზუსტი აღმოჩნდა და მატჩიც ფრედ, 14:14 დასრულდა.
მიუხედავად ასეთი რთული სიტუაციისა, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეოთხე ადგილის დაკავების და ბარსელონაში V-VIII ადგილებისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მაინც რჩება. ამისათვის აუცილებელია, რომ ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში რუმინეთს რაც შეიძლება დიდი სხვაობით სძლიონ და მერე, ინგლისელთა მხრიდან ჰოლანდიელების დამარცხების იმედად იყვნენ. ყველა ვარიანტი რომ არ ვთვალოთ გეტყვით, რომ საკმარისია, ქართველებმა რუმინელებს 30 ქულით აჯობინ, ხოლო ინგლისელებმა ჰოლანდიელებს ორით და A ჯგუფში მეოთხე ადგილი გარანტირებული ექნებათ. მოკლედ, საქართველო-რუმინეთის და ინგლისი ჰოლანდიის ქულათა სხვაობამ, ჯამში 32 ქულა უნდა შეადგინოს, რაც წარმოუდგენელი სულაც არაა.
უკვე ცხადია, რომ საქართველოს ნაკრები, მესამე ეტაპის შემდეგ, საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილს ვეღარ შეინარჩუნებს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება, მერე კი, დაკავებული ადგილის მიხედვით, ნახევარფინალების დრო დადგება.  
საქართველოს ნაკრები ბარსელონას ეტაპზე ასეთი შემადგენლობით თამაშობს: გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), გიორგი შკინინი (“ხულიგანა”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ალექსანდრე ნიჟარაძე (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), ვახტანგ კავთიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), რატი ნუცუბიძე (“არმია”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე

ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში (ოთხ ეტაპად). III ეტაპი
ესპანეთი. ბარსელონა. 9-10 ივლისი
A ჯგუფი
9 ივლისი

საფრანგეთი - ჰოლანდია 21:12
საქართველო - იტალია 5:12
ინგლისი - რუმინეთი 29:7
იტალია - ჰოლანდია 29:0
საფრანგეთი - რუმინეთი 26:0
ინგლისი - საქართველო 33:7
რუმინეთი - ჰოლანდია 7:31
ინგლისი - იტალია 22:12
საქართველო - საფრანგეთი 0:12
იტალია - რუმინეთი 27:12
საქართველო - ჰოლანდია 14:14
ინგლისი - საფრანგეთი 20:7
 

1 ინგლისი 4 4 0 0 104-33 12
2 იტალია 4 3 0 1 80-3 10
3  საფრანგეთი 4 3 0 1 57-71 10
4 ჰოლანდია 4 1 1 2 57-71 7
5 საქართველო 4 0 1 3 26-71 5
6 რუმინეთი 4 0 0 4 26-113 4



10 ივლისი
საქართველო - რუმინეთი
საფრანგეთი - იტალია
ინგლისი - ჰოლანდია

B ჯგუფი
9 ივლისი

უელსი - მოლდოვა 19:21
ესპანეთი - რუსეთი 5:12
პორტუგალია - უკრაინა 0:10
რუსეთი - მოლდოვა 45:0
უელსი - უკრაინა 31:15
პორტუგალია - ესპანეთი 17:12
უკრაინა - მოლდოვა 14:7
პორტუგალია - რუსეთი 21:12
ესპანეთი - უელსი 35:0
რუსეთი - უკრაინა 22:7
ესპანეთი - მოლდოვა 40:0
პორტუგალია - უელსი 22:5
 

1  რუსეთი 4 3 0 1 91-33 10
2   პორტუგალია 4 3 0 1 60-39 10
3  ესპანეთი 4 2 0 2 92-29 8
4 უკრაინა 4 2 0 2 46-60 8
5  უელსი 4 1 0 3 55-93 6
6  მოლდოვა  4 1 0 3 28-118 6



10 ივლისი
ესპანეთი - უკრაინა
უელსი - რუსეთი
პორტუგალია - მოლდოვა

10 ივლისი. ნახევარფინალები და ფინალები

მდგომარეობა ორი ეტაპის შემდ

 

1

ინგლისი 36 (18+18)
2 ესპანეთი 31 (16+15)
3 პორტუგალია 30 (14+16)
4 საფრანგეთი 27 (15+12)
5 საქართველო 22 (8+14)
6 რუსეთი 20 (12+8)
7 უელსი 20 (10+10)
8 იტალია 10 (4+6)
9 ჰოლანდია 7 (6+1)
10 რუმინეთი 6 (2+4)
11 უკრაინა 6 (3+3)
12 მოლდოვა 3 (1+2)

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088794