ამბები

15:36 | 10.07.2011 | ნანახია 2446 - ჯერ

რუმინეთმაც არ დაგვინდო

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის მე-3, ბარსელონას ეტაპის ჯგუფური შეხვედრები გამარჯვების გარეშე მოილია. გუშინ იტალიასთან, ინგლისთან და საფრანგეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, ქართველი მორაგბეები ჰოლანდიას დაუზავდნენ და დღეს თუ რუმინეთს სძლევდნენ, V-VIII ადგილებისთვის ბრძოლის შანსს შეინარჩუნებდნენ.
მაგრამ ასე არ მოხდა, რუმინელებმა კახა ალანიას შეგირდებს 12:5 აჯობეს და გამარჯვების გარეშე დატოვეს. შედეგად, A ჯგუფში ქართველმა მორაგბეებმა ბოლო ადგილი დაიკავეს და მხოლოდ IX-XII ადგილებისთვის იბრძოლებენ. ნახევარფინალში მათი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.
საქართველოს ნაკრები ბარსელონას ეტაპზე ასეთი შემადგენლობით თამაშობს: გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), გიორგი შკინინი (“ხულიგანა”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ალექსანდრე ნიჟარაძე (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), ვახტანგ კავთიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), რატი ნუცუბიძე (“არმია”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.06915