ამბები

19:35 | 10.07.2011 | ნანახია 2127 - ჯერ

ნავსი მოლდოვასთან გატყდა

კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში მიმდინარე ევროპის გრან პრის მე-3 ეტაპზე, საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა როგორც იქნა გამარჯვება მოიპოვა.
IX-XII ადგილებისათვის გამართულ ნახევარფინალში, ქართველმა მორაგბეებმა მოლდოვას 4 ლელო გაუტანეს, თავად მხოლოდ ერთი მიიღეს და 24:5 იმარჯვეს. მანამდე, გუშინ და დღეს, კახა ალანიას შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის 5 მატჩიდან ოთხში მარცხი განიცადეს (იტალიასთან 5:12, ინგლისთან 7:33, საფრანგეთთან 0:12 და რუმინეთთან 7:12), ერთი მატჩი კი ფრედ დაასრულეს (ჰოლანდიასთან 14:14) და ბოლო ადგილი დაიკავეს.
მოლდოველთა ძლევა იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილს და დიდ სირცხვილს გადაურჩა და ახლა IX ადგილისათვის უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში, დღეს დილით, საქართველოს მძლეველი რუმინეთი 35:0 გაანადგურა.
საქართველოსა და უელსის დაპირისპირება თბილისის დროით 20:46 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები ბარსელონას ეტაპზე ასეთი შემადგენლობით თამაშობს: გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), გიორგი შკინინი (“ხულიგანა”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ალექსანდრე ნიჟარაძე (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), ვახტანგ კავთიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), რატი ნუცუბიძე (“არმია”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084553