ამბები

0:23 | 11.07.2011 | ნანახია 2994 - ჯერ

არეული 7-კაცა და უარესი FIRA

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის მე-3, ბარსელონას ეტაპზე ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა. კახა ალანიას შეგირდებმა, კატალონიის დედაქალაქში ჩატარებული 7 შეხვედრიდან დათმეს 5, მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს და ერთი თამაშიც ფრედ დაასრულეს.
შედეგად, “ბორჯღალოსნებმა” ეტაპზე მხოლოდ მე-10 ადგილი დაიკავეს და მოსკოვში ნაჩვენები შედეგით (მე-4 ადგილი დაიკავეს) გამოწვეული იმედი, რომ ქართული 7-კაცა ძალას იკრეფდა, ქარს გაატანეს. ამასთან, ბარსელონაში ქართველი მორაგბეები უდისციპლინობითაც გამოირჩნენ და ტურნირზე ყველაზე მეტი - 3 ყვითელი ბარათი დაიმსახურეს. შედეგიც დიდწილად სწორედ ამ უდისციპლინობის დამსახურებაა... მთლიანობაში, ყველა თამაშის შედეგს თუ გადავხედავთ, ანგარიშში სხვაობა და თამაშის მსვლელობა ისეთი არ იყო, რომ საქართველოს ნაკრები უცილობლად წაგებას იმსახურებდა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზედ გამგზავრების წინ, 12-კაციან შემადგენლობაში 3 იძულებითი ცვლილება განხორციელდა და ამან შეთამაშების მხრივ გარკვეული პრობლემები შექმნა, რუმინეთში (ანუ, მე-4 ეტაპზე) უკეთესი სურათის ნახვის იმედი უნდა გვქონდეს.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირი იტალიასთან მატჩით გახსნა. მართალია, იტალია ექვსი ერის წარმომადგენელი ნაკრებია, მაგრამ 7-კაცაში დიდად რომ ვერ ყოჩობს, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ წინა ორ ეტაპზე IX და VIII ადგილები დაიკავა. მაგრამ ამჯერად, იტალიელები ფორმაში იყვნენ და საკუთარი ძალების სწორედ ქართველებთან მატჩში ირწმუნეს. “სკუადრა აძურამ” 2 ლელო გაიტანა და ერთი რეალიზაცია გამოიყენა, ქართველებმა მხოლოდ კინკილა ლელოთი უპასუხეს და 5:12 დამარცხდნენ.
შემდეგ მატჩში “ბორჯღალოსნებს” ურთიერთობის გარკვევა წინა 2 ეტაპის გამარჯვებულ ინგლისთან უწევდათ და უშანსოდ - 7:33 დამარცხდნენ.
საფრანგეთთან ჯახის წინ, ალანიას შეგირდებს თასის ნახევარფინალში გასვლის იმედი ჯერ კიდევ ჰქონდათ. პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც მსაჯმა სანდრო ნიჟარაძე გაასინბინა და ფრანგებმაც კაცნაკლულ მეტოქესთან ლელო გაიტანეს. ამან მეორე ნახევრის მსვლელობის სურათზეც იმოქმედა და ფრანგებმა 12:0 იმარჯვეს.
აქ, თასის ნახევარფინალზე ოცნება დასრულდა და იმედად, V-VIII ადგილების ნახევარფინალში გასვლაღა დარჩა, მაგრამ ფრანგებთან გადაღლილმა “ბორჯღალოსნებმა”, მათზე თითქმის საათით მეტი ხნით დასვენებულ ჰოლანდიელებს ვერაფერი მოუხერხეს და წონასწორობა სულაც ბოლო წუთებზე აღადგინეს - 14:14. მეორე დღეს, საქართველოს ნაკრებს ჯგუფის ბოლო მატჩში რუმინეთი რაც შეიძლება დიდი სხვაობით უნდა დაემარცხებინა და მერე ინგლისი-ჰოლანდიის შედეგს დალოდებოდა. თუ ორივე მატჩის შედეგად გატანილ-გაშვებული ბურთების სხვაობა ჩვენთვის და ჰოლანდიელებისთვის ოცდათორმეტს შეადგენდა, მაშინ ჯგუფში მე-4 ადგილი გარანტირებული გვქონდა, მაგრამ საქართველოს ნაკრები 7:12 დამარცხდა და იმედი საბოლოოდ მოკვდა.
ქართველმა მორაგბეებმა პირველი გამარჯვება მხოლოდ IX-XII ადგილების ნახევარფინალში, უსუსტეს მოლდოვასთან მოიპოვეს, როდესაც მეტოქეს 24:5 აჯობეს და IX ადგილისთვის უელსს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მაგრამ მათ მიერ გატანილი 3 ლელო საკმარისი არ აღმოჩნდა და 19:33 მარცხით, საქართველოს ნაკრები ბარსელონას ეტაპზე მხოლოდ მე-10 ადგილს დასჯერდა.
ამან უკუსვლა გამოიწვია საერთო ჩათვალშიც და ახლა “ბორჯღალოსნები” მეხუთედან მე-7 ადგილამდე დაქვეითდნენ.
თასის ფინალში, მანამდე ინგლისის მძლეველმა რუსეთმა იტალიას მხოლოდ გარდასახვით, 7:5 აჯობა და ბარსელონას ეტაპის გამარჯვებული გახდა.
მთლიანობაში, ბარსელონას ეტაპი ერთგვარად უცნაური აღმოჩნდა და მოულოდნელი შედეგები მრავლად დაფიქსირდა. გახსნით შეხვედრაში მოლდოვამ უელსს მოუგო, უკრაინამ პორტუგალიას, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, იმასთან შედარებით, რაც ორგანიზატორებს დაემართათ.
B ჯგუფში, თითქოსდა, უელსს მოლდოვასთან 19:21 მარცხი არ ეყოფოდა და მოგვიანებით გრაფაში 19:61 ჩაიწერა, ხოლო პორტუგალიის რუსეთთან 21:12 მოგება, რაღაცნაირად 50:12-ით შეიცვალა. ამრიგად, ახალი მონაცემებით, პორტუგალიამ რუსეთს გატანილ-გაშვებული ქულებით აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა, რუსეთი მეორეზე დაქვეითდა, ხოლო ცხრილის ბოლოში, იმავე მაჩვენებლებით, მოლდოვამ უელსს აჯობა. შედეგად, ნახევარფინალური წყვილები არასწორედ შედგა, რადგან ქულათა და ცხრილში ადგილთა გასწორების შემდეგ, ცხადი გახდა, რომ თასის ნახევარფინალში რუსეთს არა ინგლისთან, არამედ იტალიასთან უნდა ეთამაშა და პორტუგალია ინგლისს დაპირისპირებოდა. ანალოგიური მეთოდით, IX-XII ადგილების ნახევარფინალში, საქართველოს, მოლდოვის ნაცვლად, უელსი უნდა რგებოდა და მოდოვას რუმინეთი...
მოკლედ, ბარსელონაში არა მხოლოდ ქართულმა 7-კაცამ, არამედ მთლიანად ორგანიზატორებმა აურიეს და იმედია, ყველაფერი თავის ადგილს მე-4, დასკვნით ეტაპზე დალაგდება. მე-4 ეტაპს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი 16-17 ივლისს უმასპინძლებს. რაც არ უნდა მოხდეს ბუქარესტში, საქართველოს ნაკრებს გრან პრის 4 ეტაპის ჯამში ბოლო ორ ადგილზე გასვლა არ ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბორჯღალოსნები” მომავალ წელს ევროპის გრან პრიზე კვლავ 12 საუკეთესო გუნდთან ერთად ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრები ბარსელონას ეტაპზე ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), გიორგი შკინინი (“ხულიგანა”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ალექსანდრე ნიჟარაძე (“ყოჩები”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), ვახტანგ კავთიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), რატი ნუცუბიძე (“არმია”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე

ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში (ოთხ ეტაპად). III ეტაპი
ესპანეთი. ბარსელონა. 9-10 ივლისი
A ჯგუფი
9 ივლისი

საფრანგეთი - ჰოლანდია 21:12
საქართველო - იტალია 5:12
ინგლისი - რუმინეთი 29:7
იტალია - ჰოლანდია 29:0
საფრანგეთი - რუმინეთი 26:0
ინგლისი - საქართველო 33:7
რუმინეთი - ჰოლანდია 7:31
ინგლისი - იტალია 22:12
საქართველო - საფრანგეთი 0:12
იტალია - რუმინეთი 27:12
საქართველო - ჰოლანდია 14:14
ინგლისი - საფრანგეთი 20:7
10 ივლისი
საქართველო - რუმინეთი 7:12
საფრანგეთი - იტალია 7:14
ინგლისი - ჰოლანდია 26:7
 

1 ინგლისი 5 5 0 0 130-40 15
2  იტალია 5 4 0 1 94-46 13
3 საფრანგეთი  5 3 0 2 73-46 11
4 ჰოლანდია 5 1 1 3 64-97 8
5 რუმინეთი 5 1 0 4 38-120 7
6 საქართველო 5 0 1 4 33-83 6



B ჯგუფი
9 ივლისი

უელსი - მოლდოვა 19:21
ესპანეთი - რუსეთი 5:12
პორტუგალია - უკრაინა 0:10
რუსეთი - მოლდოვა 45:0
უელსი - უკრაინა 31:15
პორტუგალია - ესპანეთი 17:12
უკრაინა - მოლდოვა 14:7
პორტუგალია - რუსეთი 21:12
ესპანეთი - უელსი 35:0
რუსეთი - უკრაინა 22:7
ესპანეთი - მოლდოვა 40:0
პორტუგალია - უელსი 22:5
10 ივლისი
ესპანეთი - უკრაინა 29:0
უელსი - რუსეთი 7:17
პორტუგალია - მოლდოვა 28:0
 

1 რუსეთი 5 4 0 1 108-40 13
2  პორტუგალია 5 4 0 1 88-39 13
3  ესპანეთი 5 3 0 2 121-29 11
4 უკრაინა 5 2 0 3 46-89 9
5 უელსი 5 1 0 4 62-110 7
6 მოლდოვა   5 1 0 4 28-146 7



10 ივლისი
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის

რუმინეთი - უელსი 0:35
საქართველო - მოლდოვა 24:5
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
საფრანგეთი - უკრაინა 12:14
ჰოლანდია - ესპანეთი 0:36
თასის ნახევარფინალები
ინგლისი - რუსეთი 14:17
იტალია - პორტუგალია 12:7
XI ადგილისთვის
რუმინეთი - მოლდოვა 17:12
IX ადგილისთვის
უელსი - საქართველო 33:19
VII ადგილისთვის
საფრანგეთი - ჰოლანდია 28:21
V ადგილისთვის
უკრაინა - ესპანეთი 0:24
III ადგილისთვის
ინგლისი - პორტუგალია 19:22
ფინალი
რუსეთი - იტალია 7:5
 
მდგომარეობა ორი ეტაპის შემდეგ

 

 

1 ინგლისი 50 (18+18+14)
2 პორტუგალია 45 (14+16+15)
3 ესპანეთი 43 (16+15+12)
4 რუსეთი 38 (12+8+18)
5 საფრანგეთი 35 (15+12+8)
6 იტალია 26 (4+6+16)
7 საქართველო 25 (8+14+3)
8 უელსი 24 (10+10+4)
9 უკრაინა 16 (3+3+10)
10 ჰოლანდია 13 (6+1+6)
11 რუმინეთი 8 (2+4+2)
12 მოლდოვა 4 (1+2+1)



ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078655