ამბები

17:20 | 11.07.2011 | ნანახია 3299 - ჯერ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მორაგბეთა ნაკრები დალოცა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის მზადებას განაგრძობს, კვირას კი ქართველი მორაგბეები სამების საკათერო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდნენ. ილია მეორემ ქართველი მორაგბეები დალოცა და მსოფლიოს თასზე წარმატება უსურვა.
რიჩი დიქსონის გუნდი თბილისში ავსტრალიელი ფიზმომზადების სპეციალისტის გარეთ ადამსონის მეთვალყურეობით ვარჯიშობს, თბილისში კიდევ ერთ კვირას დარჩება, შემდეგ კი საფრანგეთის ქალაქ კანში გაემგზავრება და მსოფლიოს თასის დაწყებამდე იქ მოემზადება.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076143