საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის დასკვნითი, მე-4 ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. კახა ალანიას შეგირდებმა სადებიუტი შეხვედრაში ის იტალია დაამარცხეს, რომელთანაც ერთი კვირის წინ ბარსელონაში მარცხი განიცადეს და შედეგად, მთელი ტურნირი წარუმატებლად დაასრულეს.
ბარსელონის ეტაპის ფინალისტ იტალიას, რომელთანაც ესპანეთში 5:12 დავმარცხდით და ჯამში მე-10 ადგილზე გავედით, ქართველმა მორაგბეებმა სამი უპასუხო ლელო გაუტანეს, ორი გარდასახვა გამოიყენეს და 19:0 იმარჯვეს. მომდევნო მატჩი საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან ელის და ის 15 საათზე დაიწყება. უკრაინელები პირველ შეხვედრაში მასპინძელ რუმინეთთან 7:28 დამარცხდნენ. B ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში პორტუგალიამ საფრანგეთი 28:7 დაამარცხა.
სამი შეხვედრა გაიმართა A ჯგუფშიც. ესპანეთმა მოლდოვა 35:0 გაანადგურა, ინგლისმა ჰოლანდია დაჩაგრა - 52:0, ხოლო უელსმა ბარსელონის ეტაპის გამარჯვებულ რუსეთს 21:14 მოუგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია