მსოფლიო სერია

12:05 | 6.03.2016 | ნანახია 1245 - ჯერ

საუკეთესო ნახევარფინალები ლას ვეგასში

მსოფლიო სერიის მეხუთე, ლას ვეგასის ეტაპის თასის ნახევარფინალში საუკეთესო გუნდები გავიდნენ - მასპინძელი აშშ, სერიის ლიდერი ფიჯი, კეიპტაუნის გამარჯვებული და ბრაიან ჰაბანათი გაძლიერებული სამხრეთ აფრიკა და ავსტრალია, რომელიც ქუადე კუპერთან ერთად სხვაგვარად ათამაშდა.

მეორე სათამაშო დღეს სტადიონის ტრიბუნებზე 35 716 მაყურებელი შეიკრიბა და მათ მასპინძელი აშშ-ს კენიასთან გამარჯვება იხილეს, რის შემდეგაც ნახევარფინალში ფიჯის შეხვდებიან, ხოლო მეორე ნახევარფინალური წყვილი სამხრეთ აფრიკამ და ავსტრალიამ შეადგინეს. აფრიკელებმა მეოთხედფინალში ახალი ზელანდია დაამარცხეს და ესაა მათი პირველი გამარჯვება „ოლ ბლექსთან“ 2014 წლის პორტ-ელიზაბეტის ეტაპის შემდეგ.

პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში გულშემატკივრების მხარდაჭერით გამხნევებულმა მასპინძლებმა კენიას ორის წილ ოთხი ლელო გაუტანეს და 26:14 დაამარცხეს. მანამდე, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, კენიამ ახალ ზელანდიას სძლია. აქამდე აფრიკელებს „ოლ ბლექსთან“ ერთადერთი მოგება ჰქონდათ, შორეულ 2013 წელს ველინგტონის 7-კაცაზე და ისიც დამატებით დროში. ინჯერამ ამ მატჩში ლას ვეგასის ეტაპის მეოთხე ლელო გაიტანა და საერთო მონაგარი 218-მდე გაზარდა.

ფიჯიმ, რომელმაც სერია მარცხით დაიწყო, ჯგუფური ეტაპის დასკვნით, გადამწყვეტ მატჩში არგენტინა 15:12 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იაპონიისგან ქვა-ქვაზე არ დატოვა. მანამდე, იაპონელებმა, რომელთაც პირველ დღეს ინგლისთან მატჩის ფრედ დასრულება მოახერხეს, შოტლანდიას 26:19 სძლიეს და მესამედ ისტორიაში თასის მეოთხედფინალში გავიდნენ.

სამხრეთ აფრიკელმა სეაბელო სენატლამ ტურნირზე თავისი მერვე და მეცხრე ლელო გაიტანა და გუნდს ახალი ზელანდიის 14:7 ძლევაში დაეხმარა. ნახევარფინალში აფრიკელების მეტოქე ავსტრალია იქნება, რომელმაც ედ ჯენკინსის, ალან ფაალავაუსა და სემ მაიერის დუბლით არგენტინას 26:12 სძლია. მანამდე ავსტრალიელებმა ინგლისს 36:7 სძლიეს და ამ მატჩში ტურნირის პირველი ლელო გაიტანა ავსტრალიელთა ვრსკვლავმა ქუადე კუპერმა.

ლას ვეგასის ეტაპის ფინალური სათამაშო დღე თბილისის დროით დღეს ღამით დაიწყება და შუაღამე გადასული იქნება, როდესაც ჩემპიონი გამოვლინდება.

2015/2016 წლების მსოფლიო სერია 7-კაცა რაგბიში

მეხუთე ეტაპი. ლას ვეგასი [აშშ]

A ჯგუფი

პორტუგალია - რუსეთი 0:31

ახალი ზელანდია - კენია 0:22

1.

კენია

3

3

0

0

84:21

9

2.

ახალი ზელანდია

3

2

0

1

80:29

7

3.

რუსეთი

3

1

0

2

52:62

5

4.

პორტუგალია

3

0

0

3

7:111

3

B ჯგუფი

შოტლანდია - იაპონია 19:26

ავსტრალია - ინგლისი 36:7

.

ავსტრალია

3

3

0

0

97:12

9

2.

იაპონია

3

1

1

1

50:73

6

3.

შოტლანდია

3

1

0

2

43:66

5

4.

ინგლისი

3

0

1

2

40:79

4

C ჯგუფი

სამოა - საფრანგეთი 17:31

ფიჯი - არგენტინა 15:12

1.

ფიჯი

3

2

0

1

81:52

7

2.

არგენტინა

3

2

0

1

63:34

7

3.

საფრანგეთი

3

1

0

2

50:85

5

4.

სამოა

3

1

0

2

57:80

5

D ჯგუფი

კანადა - უელსი 10:17

სამხრეთ აფრიკა - აშშ 29:0

Form

1.

სამხრეთ აფრიკა

3

3

0

0

98:14

9

2.

აშშ

3

1

1

1

45:67

6

3.

უელსი

3

1

0

2

36:65

5

4.

კანადა

3

0

1

2

43:76

4

მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისთვის

შოტლანდია - სამოა 17:12

საფრანგეთი - ინგლისი 21:19

უელსი - პორტუგალია 31:12

რუსეთი - კანადა 19:10

თასის მეოთხედფინალები

კენია - აშშ 14:26

ფიჯი - იაპონია 43:7

სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 14:7

ავსტრალია - არგენტინა 26:12

ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისთვის

კანადა - ინგლისი

პორტუგალია - სამოა

ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის

რუსეთი - საფრანგეთი

უელსი - შოტლანდია

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის

კენია - იაპონია

ახალი ზელანდია - არგენტინა

თასის ნახევარფინალები

აშშ - ფიჯი

სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.182493