საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ბუქარესტში მიმდინარე ევროპის გრან პრის მეოთხე, დასკვნითი ეტაპი წარმატებულად დაიწყო. პირველ სათამაშო დღეს ზედიზედ სამი შეხვედრის მოგების შემდეგ, კახა ალანიას შეგირდებმა საფრანგეთთან მარცხი განიცადეს და გააგრძელებენ თუ არა თასისთვის ბრძოლას, ხვალ პორტუგალიასთან ჯახში გაირკვევა.
პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები ბარსელონას ეტაპის ფინალისტ იტალიას დაუპირისპირდა და მეტოქე 19:0 დაამარცხა. ქართველმა მორაგბეებმა სამი უპასუხო ლელო გაიტანეს და ორი რეალიზაცია გამოიყენეს. მეორე შეხვედრა უკრაინასთან ტრადიციულად რთული გამოდგა. მეტოქემ ერთი ლელო გაიტანა და რეალიზაციაც გამოიყენა, მაგრამ საქართველომ ორი ლელო მიითვალა, ერთი გარდასახვა ზუსტად დაარტყა და 12:7 იმარჯვა. მესამე შეხვედრაში კახა ალანიას შეგირდებმა მასპინძელი რუმინეთი არ დაინდეს და 21:12 სძლიეს. სამი ლელოს წილ ქართველებმა ორი მიიღეს, მაგრამ რეალიზაციები მაქსიმალურად გამოიყენეს. დღის ბოლო ჯახში, საქართველო საფრაგეთს შეხვდა და მას ორი ლელო კი გაუტანა, მაგრამ თავად სამი მიიღო. ყველა რეალიზაცია ზუსტი იყო და მატჩი 14:21 დასრულდა. დღეს, კვირას, თბილისის დროით 11:20 საათზე, საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას პორტუგალიასთან გამართავს და თუ მოიგო, თასისთვის იბრძოლებს, თუ არა და, V-VIII ადგილებისთვის მოუწევს გარჯა.
ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში (ოთხ ეტაპად). IV ეტაპი
რუმინეთი. ბუქარესტი. 16-17 ივლისი
A ჯგუფი
16 ივლისი
ესპანეთი - მოლდოვა 35:0
ინგლისი - ჰოლანდია 52:0
რუსეთი - უელსი 14:21
ჰოლანდია - მოლდოვა 28:12
ესპანეთი - უელსი 24:7
რუსეთი - ინგლისი 21:15
უელსი - მოლდოვა 33:10
რუსეთი - ჰოლანდია 31:0
ინგლისი - ესპანეთი 0:24
ჰოლანდია - უელსი 24:24
ინგლისი - მოლდოვა 42:0
რუსეთი - ესპანეთი 14:40
1. ესპანეთი 4 4 0 0 123-21 12
2. უელსი 4 2 1 1 85-72 9
3. ინგლისი 4 2 0 2 109-45 8
4. რუსეთი 4 2 0 2 80-76 8
5. ჰოლანდია 4 1 1 2 52-119 7
6. მოლდოვა 4 0 0 4 22-138 4
17 ივლისი
ინგლისი - უელსი
ესპანეთი - ჰოლანდია
რუსეთი - მოლდოვა
B ჯგუფი
16 ივლისი
უკრაინა - რუმინეთი 7:28
პორტუგალია - საფრანგეთი 28:7
იტალია - საქართველო 0:19
საფრანგეთი - რუმინეთი 33:7
უკრაინა - საქართველო 7:12
იტალია - პორტუგალია 7:36
საქართველო - რუმინეთი 21:12
იტალია - საფრანგეთი 5:20
პორტუგალია - უკრაინა 31:14
საფრანგეთი - საქართველო 21:14
პორტუგალია - რუმინეთი 19:21
იტალია - უკრაინა 17:12
1. პორტუგალია 4 3 0 1 114-49 10
2. საფრანგეთი 4 3 0 1 81-54 10
3. საქართველო 4 3 0 1 66-40 10
4. რუმინეთი 4 2 0 2 68-80 8
5. იტალია 4 1 0 3 29-87 6
6. უკრაინა 4 0 0 4 40-88 4
17 ივლისი
პორტუგალია - საქართველო
უკრაინა - საფრანგეთი
იტალია - რუმინეთი
17 ივლისი. ნახევარფინალები და ფინალები
მდგომარეობა სამი ეტაპის შემდეგ
1. ინგლისი - 50 (18+18+14)
2. პორტუგალია - 45 (14+16+15)
3. ესპანეთი - 43 (16+15+12)
4. რუსეთი - 38 (12+8+18)
5. საფრანგეთი - 35 (15+12+8)
6. იტალია - 26 (4+6+16)
7. საქართველო - 25 (8+14+3)
8. უელსი - 24 (10+10+4)
9. უკრაინა - 16 (3+3+10)
10. ჰოლანდია - 13 (6+1+6)
11. რუმინეთი - 8 (2+4+2)
12. მოლდოვა - 4 (1+2+1)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია