ამბები

12:28 | 17.07.2011 | ნანახია 3660 - ჯერ

პორტუგალიამ თასისკენ არ გაგვიშვა

საქართველოს მორაგბეთა 7-აკაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის მეოთხე, ბუქარესტის ეტაპზე, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში პორტუგალია ვერ დაამარცხა და V-VIII ადგილებისთვის ითამაშებს.
მეტოქემ კახა ალანიას შგირდებს სამი უპასუხო ლელო გაუტანა, სამივე რეალიზაცია გამოიყენა და 21:0 იმარჯვა. ქართველ მორაგბეებს თასის ნახევარფინალში გასვლის შანსი კიდევ ჰქონდათ. ამისათვის საფრანგეთი უკრაინასთან 22-ზე მეტი ქულის სხვაობით უნდა დამარცხებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ფრანგებმა 14:5 იმარჯვეს და მეორე ადგილზე აღზევდნენ, საქართველოს კი, მესამე საფეხურამდე დაქვეითდა.
ამრიგად, თასის ნახევარფინალში პორტუგალია, საფრანგეთი, ესპანეთი და ინგლისი ითამაშებენ. საქარველოს ნაკრებს V-VIII ადგილის ნახევარფინალში უელსთან, ან რუსეთთან მოუწევს თამაში. ამ წუთებში რუსეთი მოლდოვას ეთამაშება, მოგვიანებით კი, რუმინეთი იტალიას დაუპირისპირდება, ჯგუფური ეტაპი დასრულდება და ნახევარფინალებში გუნდები ამის შემდეგ დაწყვილდებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078983