საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის გრან პრის მე-4, დასკვნით ეტაპზე, V-VIII ადგილების ნახევარფინალში უელსი დაამარცხა და V ადგილისთვის გრან პრის ლიდერ ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.
უელსელებთან ქართველმა მორაგბეებმა 4 ლელო გაიტანეს და 3 რეალიზაცია გამოიყენეს, თავად მხოლოდ ერთი ლელო გაუშვეს და 26:5 იმარჯვეს.
ინგლისელებმა იტალიას 31:17 მოუგეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ნაკრები 4 ეტაპის ჯამში, იტალიაზე მეტ ქულას დააგროვებს, უელსი მას ვეღარ დაეწევა და ნებისმიერ შემთხვევაში, გრან პრის მე-6 ადგილზე დაასრულებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია