საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, მე-5 ადგილისთვის მატჩში ინგლისთან 7:29 დამარცხდა. ამრიგად, კახა ალანიას შეგირდებმა ევროპის გრან პრის მე-4, დასკვნითი ეტაპი მე-6 ადგილზე დაასრულეს და საერთო ჯამშიც მე-6 ადგილზე გავიდნენ.
ქართველმა მორაგბეებმა ლიონში მე-7 ადგილი დაიკავეს, მოსკოვში – მე-4, ბარსელონაში წარუმატებლად იბურთავეს და მე-10 ადგილზე დარჩნენ, ბუქარესტში კი, როგორც ვთქვით, მე-6 ადგილი აიღეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია