ამბები

22:27 | 17.07.2011 | ნანახია 2983 - ჯერ

მე-6 ბუქარესტში, მე-6 ევროპაში

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის მე-4, დასკვნითი ეტაპი მე-6 ადგილზე დაასრულა. რაც მთავარია, ქართველებმა უკან მოიტოვეს უელსი და იტალია, პირველს გადასწრების საშუალება არ მისცეს, მეორეს ადგილი გაუცვალეს და ევროპის გრან პრის ოთხეტაპიანი სერია მე-6 ადგილზე დაასრულეს.
კახა ალანიას შეგირდებმა რუმინეთში დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენეს. ტურნირის სასტარტო შეხვედრაში მათ იტალიას 3 უპასუხო ლელო გაუტანეს, ერთი კვირის წინათ განცდილი მარცხისათვის რევანში აიღეს და 19:0 იმარჯვეს. კარგ დასაწყისს კარგი გაგრძელება მოჰყვა და ქართველმა მორაგბეებმა მათთვის უხერხულ მეტოქესთან, უკრაინასთან 12:7 იმარჯვეს, მერე კი, მათ გზას მასპინძელი რუმინეთიც გაუყენეს - 21:12. დღის ბოლო შეხვედრაში საქართველო საფრანგეთს კი ებრძოლა, მაგრამ მისი გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა, 2 ლელო-გარდასახვის წილ სამ-სამი მიიღო და 14:21 დამარცხდა.
მეორე დღეს, ჯგუფის ბოლო ჯახში იყო შანსი, რომ საქართველოს ნაკრებს თასის ნახევარფინალში გაეღწია, მაგრამ პორტუგალიასთან 0:21 მარცხის შემდეგ, ეს შანსი მიზერული გახდა. როგორც მოსალოდნელი იყო, საფრანგეთი უკრაინასთან არათუ დამარცხდა, 14:5 იმარჯვა და ქართველები მხოლოდ V ადგილისთვის საომრად გაწირა.
პარალელურად, მეორე ჯგუფში ერთგვარი სენსაცია დაფიქსირდა. ინგლისმა, რომელსაც გრან პრის მოსაგებად მე-4 ადგილის დაკავებაც აძლევდა ხელს, ჯგუფში მხოლოდ მე-3 საფეხური დაიკავა და საქმე სათუოდ გაიხადა. მერე ყველაფერი ისე განვითარდა, რომ ჯამში რუმინეთის ეტაპი პორტუგალიამ მოიგო და აჯობა რა ინგლისს ერთი ქულით, ევროპის ჩემპიონიც მერვედ გახდა.
საქართველომ V-VIII ადგილის ნახევარფინალში უელსი 26:5 დასცა, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში ინგლისთან ვერაფერს გახდა და 7:29 დამარცხდა. პრინციპში, ეს ჯამურად არაფერს ცვლიდა, რადგან საქართველოს ევროპის ჩემპიონატის მე-6 ადგილზე ზევით დასრულების შანსი აღარ ჰქონდა.
ბუქარესტის ეტაპის თასის ნახევარფინალში, ესპანეთმა საფრანგეთი 19:12 დასცა, პორტუგალიამ კი, რუსეთს 19:7 აჯობა. მე-3 ადგილი საფრანგეთმა რუსეთის 7:0 ძლევით დაიკავა, ფინალში კი, პორტუგალიამ და ესპანეთმა ორ-ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ პორტუგალიელებმა ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს, ესპანელებმა ვერცერთი გამოიყენეს და ტაბლოზე 14:10 დაფიქსირდა.
რას მოუტანს საქართველოს ნაკრებს გრან პრის მე-6 ადგილზე დასრულება? წესით, ქართველმა მორაგბეებმა IRB-ს მსოფლიო სერიის ორ ეტაპზე უნდა მიიღონ მიწვევა, მაგრამ ეს სრულად ტურნირის ორგანიზატორების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. შანსი იმისა, რომ ისინი უელსს და იტალიას სერიის მიღმა არ დატოვებენ და საქართველოს ნაკრების წარმატებას უარყოფენ, ძალიან დიდია. ასე გასულ წლებშიც არაერთხელ მომხდარა და პრინციპში, მხოლოდ საწყენი თუ იქნება, თორემ გასაკვირი არა.
და ბოლოს, ევროპის თორმეტ საუკეთესო გუნდს შორის ბოლო 2 ადგილი დაიკავა მოლდოვამ და რუმინეთმა. შესაბამისად, მომავალი წლის ევროპის გრან პრიზე ისინი ქვედა დივიზიონში ითამაშებენ, მათ ადგილს კი, A ჯგუფში წარმატებულად მობურთალი 2 ნაკრები დაიკავებს.   

ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში (ოთხ ეტაპად). IV ეტაპი
რუმინეთი. ბუქარესტი. 16-17 ივლისი
A ჯგუფი
16 ივლისი

ესპანეთი - მოლდოვა 35:0
ინგლისი - ჰოლანდია 52:0
რუსეთი - უელსი 14:21
ჰოლანდია - მოლდოვა 28:12
ესპანეთი - უელსი 24:7
რუსეთი - ინგლისი 21:15
უელსი - მოლდოვა 33:10
რუსეთი - ჰოლანდია 31:0
ინგლისი - ესპანეთი 0:24
ჰოლანდია - უელსი 24:24
ინგლისი - მოლდოვა 42:0
რუსეთი - ესპანეთი 14:40
17 ივლისი
ინგლისი - უელსი 33:17
ესპანეთი - ჰოლანდია 26:0
რუსეთი - მოლდოვა 26:0
 

1  ესპანეთი 5 5 0 0 149-21 15
2  რუსეთი 5 3 0 2 106-76 11
3 ინგლისი 5 3 0 2 142-62 11
4 უელსი 5 2 1 2 102-105 10
5 ჰოლანდია 5 1 1 3 52-145 8
6 მოლდოვა 5 0 0 5 22-164 5



B ჯგუფი
16 ივლისი

უკრაინა - რუმინეთი 7:28
პორტუგალია - საფრანგეთი 28:7
იტალია - საქართველო 0:19
საფრანგეთი - რუმინეთი 33:7
უკრაინა - საქართველო 7:12
იტალია - პორტუგალია 7:36
საქართველო - რუმინეთი 21:12
იტალია - საფრანგეთი 5:20
პორტუგალია - უკრაინა 31:14
საფრანგეთი - საქართველო 21:14
პორტუგალია - რუმინეთი 19:21
იტალია - უკრაინა 17:12
17 ივლისი
პორტუგალია - საქართველო 21:0
უკრაინა - საფრანგეთი 5:14
იტალია - რუმინეთი 7:0
 

1  პორტუგალია  5 4 0 1 135-49 13
2  საფრანგეთი 5 4 0 1 95-59 13
3  საქართველო 5 3 0 2 66-61 11
4 იტალია 5 2 0 3 36-87 9
5 რუმინეთი 5 2 0 3 68-87 9
6  უკრაინა 5 0 0 5 45-102 5



17 ივლისი.
ნახევარფინალები IX-XII ადგილისთვის

ჰოლანდია - უკრაინა 0:17
მოლდოვა - რუმინეთი 10:26
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
ინგლისი - იტალია 31:17
უელსი - საქართველო 5:26
თასის ნახევარფინალები
ესპანეთი - საფრანგეთი 19:12
რუსეთი - პორტუგალია 7:19
XI ადგილისთვის
ჰოლანდია - მოლდოვა 28:5
IX ადგილისთვის
უკრაინა - რუმინეთი 17:14
VII ადგილისთვის
იტალია - უელსი 14:5
V ადგილისთვის
ინგლისი - საქართველო 29:7
III ადგილისთვის
საფრანგეთი - რუსეთი 7:0
ფინალი
ესპანეთი - პორტუგალია 10:14
 

 

მდგომარეობა სამი ეტაპის შემდეგ

 

1 პორტუგალია 63 (14+16+15+18)
2 ინგლისი 62 (18+18+14+12)
3 ესპანეთი 59 (16+15+12+16)
4 რუსეთი 52 (12+8+18+14)
5 საფრანგეთი  50 (15+12+8+15)
6 საქართველო 35 (8+14+3+10)
7 იტალია 34 (4+6+16+8)
8 უელსი 30 (10+10+4+6)
9 უკრაინა 20 (3+3+10+4)
10 ჰოლანდია 15 (6+1+6+2)
11 რუმინეთი 11 (2+4+2+3)
12 მოლდოვა 5 (1+2+1+1)


    

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077221