საქართველოს სარაგბო ნაკრები მსოფლიო თასისთვის მხადებას განაგრძობს – “ბორჯღალოსნები“ კვლავ კანის მახლობლად, მანდელიე დე ნაპოლში იმყოფებიან და დღეში 2-3 ვარჯიშს მართავენ. ოცდათორმეტივე მორაგბე თავს კარგად გრძნობს, თუმცა, რამდენიმე მათგანს უმნიშვნელო მიკროტრავმები აქვს.
6 აგვისტოს ნაკრები ქალაქ ისუარში მიემგზავრება, სადაც ორკვირიანი შეკრების ფარგლებში, ელიტა 2-ის გუნდებთან ორ საკონტროლო მატჩს გამართავს. “ბორჯღალოსნები“ 13 აგვისტოს “ორიაკს“ გაეჯიბრებიან, ხოლო 19-ში “ბურგუენთან“ მოსინჯავენ ძალებს.
ქართველი მორაგბეები კანში 21 აგვისტოს დაბრუნდებიან და 29 აგვისტომდე დასვენების პერიოდი ექნებათ. პირველი ეტაპის შემდეგ დასახელდება იმ 30 კაცის სია, რომელიც 22 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, მსოფლიო თასისთვის ბოლო შეკრებაზე შევა და ზელანდიაში ქვეყნის ღირსების დასაცავად გაემგზავრება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია