ამბები

11:24 | 13.08.2011 | ნანახია 5283 - ჯერ

ცვლილებები დიქსონის რაზმში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც დღეს, თბილისის დროით 21 საათზე ამხანაგურ-საწვრთნელ შეხვედრაში საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, Pro D2-ის “ორიაკს” დაუპირისპირდება, რამდენიმე ცვლილება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელმა ვარჯიშმა მწვრთნელის მიერ შერჩეულ შემადგენლობაში მიკროტრავმის გამო ერთი ცვლილება მანამდე გამოიწვია. ბოლო ვარჯიშზე ლაშა მალაღურაძე დაშავდა, რომელსაც შუამარბად (12 ნომრად) უნდა ეთამაშა და ძირითად შემადგენლობაში მის ნაცვლად დავით კაჭარავა დაწინაურდა. გუნდის მთავარი მწვრთნელის, რიჩი დიქსონის გადაწყვეტილებით, კაჭარავა კვლავ სათადარიგოთა შორის იქნება, შუამარბად, მისთვის ჩვეულ პოზიციაზე რევაზ გიგაური დადგება, რომელიც მანამდე ფულბეკად (15 ნომრად) იყო გამწესებული. ამ ადგილს მალხაზ ურჯუკაშვილი დაიკავებს, სათადარიგოთა შორის კი, მერაბ კვირიკაშვილი იქნება.
მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპზე, “ორიაკთან” ჯახი “ბორჯღალოსნებისთვის” პირველი საკონტროლო შეხვედრაა. 19 აგვისტოს ისინი “ბურგუენს” გაეჯიბრებიან. ამ ორ შეხვედრაში ყველა ის მორაგბე მიიღებს მონაწილეობას (32), რომელიც დიქსონს ფრანგულ შეკრებაზე ახლავს, ხოლო 22 აგვისტოს დასახელდება იმ 30 სპორტსმენის ვინაობა, რომლებიც საქართველოს სახელს ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასზე დაიცავენ.
ამრიგად, “ორიაკის” წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იქნება:
ძირითადი შემადგენლობა: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი (“გურდონი”, საფრანგეთი), 14. ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”), 13. ალექსანდრე თოდუა (“ლელო”), 12. რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), 11. ლექსო გუგავა (“ლელო”), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”), 9. ბიძინა სამხარაძე (“არმია”); 1. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), 2. აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), 4. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), 5. გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი), 6. ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), 7. გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 8. ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”).
სათადარიგოები: 16. გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 17. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), 18. ვახტანგ მაისურაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი), 19. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”), 20. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”), 21. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), 22. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი).
განაცხადში არ არიან: დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”), დიმიტრი ბასილაია (“ობენა”, საფრანგეთი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), ილია ზედგინიძე (“კერკერენი”, საფრანგეთი), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი).

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081308