ამბები

0:30 | 14.08.2011 | ნანახია 4912 - ჯერ

“ბორჯღალოსნებმა” “ორიაკი” დაამარცხეს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფრანგულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო შეხვედრა საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის “ორიაკთან” გამართა და მძიმე ჯახში 28:24 იმარჯვა.
როგორც “მსოფლიო სპორტს” ნაკრების მენეჯერმა ოთარ იაშვილმა განუცხადა, შეხვედრა მძიმე გამოდგა. მეტოქეებმა ოთხ-ოთხი ლელო გაიტანეს, ქართველებმა ყველა რეალიზაცია გამოიყენეს, ფრანგებმა მხოლოდ ორი და გამარჯვებაც ამ აცილებულმა გარდასახვებმა განაპირობა. “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს შერკინებაში აშკარად აჯობეს და ორი საჯარიმო ლელო ამის ხარჯზე მიითვალეს, ერთხელ მეტოქეს მოლით მიაწვნენ, ხოლო მეოთხე ლელო ირაკლი ჩხიკვაძის ანგარიშზეა. “ორიაკმა” ყველა ლელო ხაზის აქტიური თამაშით მიითვალა და რეალიზაციების გამოყენებაც იმის გამო ვერ მოახერხა, რომ ჩათვლის მოედანში ალამთან ახლოს შეაღწიეს. 
საქართველოს ნაკრებიდან, სამი გარდასახვა მალხაზ ურჯუკაშვილმა შეასრულა, ხოლო ბოლო დარტყმა მერაბ კვირიკაშვილმა გამოიყენა. “ბორჯღალოსნები” მომდევნო მატჩს 19 აგვისტოს, ასევე Pro D2-ის ბინადარ “ბურგუენთან” გამართავენ და ის, ამ შეხვედრის მსგავსად, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. რადგან რიჩი დიქსონს საფრანგეთში მყოფი ყველა მორაგბის გამოცდა სურს, მომავალ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა “ორიაკთან” მატჩისგან სრულიად განსხვავებული იქნება. 
“ორიაკის” წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: 
ძირითადი შემადგენლობა: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი (“გურდონი”, საფრანგეთი), 14. ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), 13. ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), 12. რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), 11. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), 9. ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი): 1. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), 2. აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), 4. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), 5. გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი), 6. ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), 7. გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 8. ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, საქართველო).
სათადარიგოები: 16. გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 17. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), 18. ვახტანგ მაისურაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი), 19. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), 20. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), 21. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), 22. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი). 
განაცხადში არ არიან: დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, თბილისი), დიმიტრი ბასილაია (“ობენა”, საფრანგეთი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), ილია ზედგინიძე (“კერკერენი”, საფრანგეთი), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი).
 
ზურა ქსოვრელი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084851