გასულ შაბათს გამართულმა ტესტმატჩებმა მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგში “ბორჯღალოსანთა” მეზობლად დიდი ცვლილებები გამოიწვია. შეიცვალა ქართველთა როგორც წინა, ასევე უკანა მეზობელი. სამწუხაროდ, ამ ცვლილებების შედეგად, საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში ერთი ადგილი დაკარგა და მე-16 საფეხურამდე დაეშვა, თუმცა, მის ქვევით იმხელა უფსკრულია (თითქმის 5 სარეიტინგო ქულა), რომ ამ ადგილის დაკარგვა “ბორჯღალოსნებს” კარგა ხანს აღარ ემუქრება და მხოლოდ წინსვლა თუ იქნება საფიქრალი.
საქართველოს უკუსვლა კანადის ნაკრების წარმატებამ განაპირობა, რომელმაც ერთი კვირის შუალედში ზედიზედ მეორედ დასცა აშშ, ამჯერად დიდი ანგარიშით - 27:7, ძველ მონაგარს 1,38 სარეიტინგო ქულა შემატა და საქართველოსთან ერთად ტონგაც მოიტოვა. აშშ-ის მორიგმა სარეიტინგო დანაკარგმა მე-17 საფეხური დააკარგვინა და ახლა საქართველოს ქვევით ის რუმინეთის ნაკრებია, რომელთანაც “ბორჯღალოსნების” ნაკრებს ურთიერთობის გარკვევა მსოფლიო თასზე მოუწევს. ქართველთა წინ ახლა ტონგას ნაკრებია, რომელსაც ფიჯიმ 27:12 აჯობა. სხვათა შორის, ამ გამარჯვების წყალობით, ფიჯიმ კანადასთან ერთად განახლებულ რეიტინგში ყველაზე დიდი, ორსაფეხურიანი წინსვლა განიცადა და ამჟამად მე-12 საფეხურს იკავებს.
ფიჯიმ 0,73 სარეიტინგო ქულა მიიღო და ტონგასთან ერთად იაპონიასაც გადაასწრო, რომელიც იტალიასთან 24:31 დამარცხდა. იტალიას ნამატმა წინსვლის საშუალება არ მისცა, მაგრამ მე-11 ადგილზე პოზიციები გაუმყარა და სამოას მნიშვნელოვნად მიუახლოვა. ცვლილებები გამოიწვია გრანდების შეხვედრებმაც. საფრანგეთმა, რომელმაც ირლანდია დაამარცხა, ინგლისის უელსთან მარცხით ისარგებლა და მას ადგილი გაუცვალა. ირლანდიამ მე-6 საფეხური კი შეინარჩუნა, მაგრამ ახლა სულ ცოტათი უსწრებს უელსს, რომელსაც ინგლისთან 19:9 გამარჯვებამ 1,08 ქულა მოუტანა. ამრიგად, საფრანგეთს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნაკრებებში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს და 1,40 ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსან სამხრეთ აფრიკას. აფრიკელები სამი ერის თასზე საკუთარ მოედანზე ავსტრალიასთან დამარცხდნენ და ქულები დაკარგა, ავსტრალია კი, რეიტინგლიდერ ახალ ზელანდიას მიუახლოვდა, თუმცა, მათ შორის სხვაობა ჯერ კიდევ ძალიან დიდია.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 15 აგვისტოსთვის
1 (1). ახალი ზელანდია 93,26
2 (2). ავსტრალია 87, 75
3 (3). სამხრეთ აფრიკა 84,08
4 (5). საფრანგეთი 82,69
5 (4). ინგლისი 81,82
6 (6). ირლანდია 80,67
7 (7). უელსი 80,22
8 (8). არგენტინა 78,97
9 (9). შოტლანდია 78,57
10 (10). სამოა 74,55
11 (11). იტალია 74,14
12 (14). ფიჯი 72,25
13 (12). იაპონია 71,96
14 (16). კანადა 71,56
15 (13). ტონგა 71,07
16 (15). საქართველო 70,30
17 (18). რუმინეთი 65,57
18 (17). აშშ 65,00
19 (19). რუსეთი 61,93
20 (20). ნამიბია 61,43
21 (21). პორტუგალია 60,67
22 (22). ურუგვაი 60,00
23 (23). ჩილე 59,52
24 (24). ესპანეთი 59,43
25 (25). ბელგია 56,50
26 (26). მაროკო 56,11
27 (27). ჰონკონგი 54,49
28 (28). მოლდოვა 54,10
29 (29). ბრაზილია 54,04
30 (30). ჩეხეთი 53,78
31 (31). ყაზახეთი 53,66
32 (32). კორეა 53,51
33 (33). უკრაინა 53,34
34 (34). პოლონეთი 52,88
35 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია