ამბები

11:22 | 18.08.2011 | ნანახია 1924 - ჯერ

ავსტრალია ჟიტოს გარეშე

ავსტრალიის ნაკრების ერთ-ერთი გამოცდილი მოთამაშე მეტ ჟიტო მოახლოებულ მსოფლიოს თასზე არ ითამაშებს. ავსტრალიელმა მორაგბემ ეროვნული ნაკრების მაისურით ბოლო მატჩი სამოასთან ჯერ კიდევ ”სამი ერის” გათამაშების დაწყებამდე ჩაატარა და როგორც ირკვევა, წლეულს ”ვოლაბიზის” რიგებში თამაშს აღარ აპირებს.
”ეს ნამდვილად უკანასკნელი შეხვედრა გახლდათ. თანაგუნდელებს მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ”, - დაწერა ავსტრალიელმა ტვიტერზე.
ახლა, ავსტრალიელები მთავარი მწვრთნელის, რობი დინსის პრესკონფერენციის მოლოდინში არიან, სადაც მან ზელანდიაში წასაყვანი 30-კაციანი შემადგენლობა უნდა დაასახალო,ს თუმცა, ცხადია, რომ ამ კრებულში ჟიტო აღარ იქნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081438