ამბები

16:35 | 18.08.2011 | ნანახია 2449 - ჯერ

ლეჟავას დებიუტი რუმინელებთან მატჩში შედგება

უკრაინის სარაგბო ნაკრებმა, “ერთა თასზე” რუმინეთთან გამოტოვებული მატჩისთვის მზადება, რომელიც 20 აგვისტოს ლვოვში გაიმართება, ახალი მთავარი მწვრთნელის ხელქვეითობით დაიწყო. იგი ქართველი ზაზა ლეჟავა გახლავთ, რომელსაც უკრაინაში ოდესის “კრედოსა” და ქვეყნის შვიდკაცა რაგბის ნაკრებშიც უმუშავია.
“უკრაინის ფედერაციასთან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები მქონდა. ყველაფერი ავწონ-დავწონე და თანხმობა განვაცხადე. თუკი სამუშაოს სწორად წარვმართავთ, ორ-სამ წელიწადში უკრაინული რაგბი სულ სხვა დონეზე ავა. უპირველეს ყოვლისა, გუნდში კონკურენცია უნდა შევქმნათ. ახლა, ნაკრებში 26-28 მორაგბე გვყავს, არადა, ეს რაოდენობა 35-37-მდე მაინც უნდა ავიდეს, ამისთვის კი ახალგაზრდა მოთამაშეების მოძიებაა საჭირო. მე იმ გუნდის აშენებას ვეცდები, რომელიც უკრაინას დიდებას მოუტანს”, - განაცხადა ლეჟავამ უკრაინის რაგბის კავშირის ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ცნობისთვის, “მუხის ფოთლებთან” ჯახისთვის უკრაინელთა გაფართოებულ შემადგენლობაში სამი ქართველი მორაგბეც იმყოფება – ხსენებული “კრედოს” წევრები ჯაბა მალაღურაძე, ჯაბა კიკაჩეიშვილი და გიორგი გეგიძე.
უკრაინისა და რუმინეთის შეხვედრა ჯერ კიდევ თებერვალში უნდა გამართულიყო, თუმცა, დიდთოვლობის გამო გადაიდო და ახლა, მისი ჩატარება ლვოვში იგეგმება.
მოსალოდნელია, რომ ერთა თასის აშკარა აუტსაიდერთან მატჩში, “მუხის ფოთლები” გამარჯვებას იზეიმებენ და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლებენ, პირველობას კი, საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ხუთივე მატჩი მოგებული აქვს, ვერავინ ეცილება.
რუმინელთათვის უკრაინელებთან დაპირისპირებას სხვა დატვირთვაც აქვს. მოგეხსენებათ, კარპატელები მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე არიან გასულნი და სწორედ იმ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც “ბორჯღალოსნები” ირიცხებიან.
“მუხის ფოთლები” ახალ ზელანდიაში გასამართი ტურნირის წინ ბოლო მატჩს სწორედ უკრაინასთან ჩაატარებენ, ამ შერკინებიდან ზუსტად ოც დღეში კი (10 სექტემბერს), ინვერქარგილში შოტლანდიას გაეჯიბრებიან. 17 სექტემბერს რუმინელები არგენტინას ეთამაშებიან, 24-ში – ინგლისს, ხოლო 28-ში ქართველებთან ჯახი ელით.

 

ევროპის ერთა თასი 2011
ეპანეთი – რუსეთი 24:28
პორტუგალია – რუმინეთი 24:17
საქართველო – უკრაინა 62:3
საქართველო – ესპანეთი 60:0
რუსეთი – პორტუგალია 19:21
პორტუგალია – საქართველო 12:13
რუმინეთი – რუსეთი 33:3
ეპანეთი – უკრაინა 35:13
საქართველო – რუმინეთი 18:11
ესპანეთი – პორტუგალია 25:10
უკრაინა – რუსეთი 5:41
რუსეთი – საქართველო 9:15
რუმინეთი – ესპანეთი 64:8
პორტუგალია – უკრაინა 46:24
უკრაინა – რუმინეთი (20 აგვისტო)

 

სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო 5 5 0 0 168-35 22

2. პორტუგალია 5 3 0 2 113-98 13
3. რუმინეთი 4 2 0 2 125-53 11
4. რუსეთი 5 2 0 3 100-98 11
5. ესპანეთი 5 2 0 3 92-175 10
6. უკრაინა 4 0 0 4 45-184 0

 

ევროპის ერთა თასი 2012
4 თებერვალი

რუმინეთი – პორტუგალია
უკრაინა – საქართველო

 

11 თებერვალი
ესპანეთი – საქართველო
პორტუგალია – რუსეთი
რუმინეთი – უკრაინა

 

25 თებერვალი
საქართველო
– პორტუგალია
უკრაინა – ესპანეთი
რუსეთი – რუმინეთი

 

10 მარტი
რუმინეთი – საქართველო
პორტუგალია – ესპანეთი
რუსეთი – უკრაინა

 

17 მარტი
საქართველო
– რუსეთი
ესპანეთი – რუმინეთი
უკრაინა – პორტუგალია

 

24 მარტი
რუსეთი – ესპანეთი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080506