საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც საფრანგეთში მსოფლიო თასისთვის ემზადება, თავის მეორე საკონტროლო შეხვედრაში Pro D2-ის “ბურგუენს” პირველი ტაიმის შემდეგ 14:8 ამარცხებს.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მე-4 წუთზევე გახსნა ლელოთი და რეალიზაციაც ზუსტი იყო. ფრანგებმა ჩამორჩენა მე-9 წუთზე ჯარიმით შეამცირეს. მე-7 წუთზე ფრანგული გუნდის კაპიტან ჯუსტ ვასელსა და მამუკა გორგოძეს შორის ჩხუბი ატყდა და რეფერიმ ქართველი გაასინბინა. მეტოქე სათამაშო უპირატესობას კი დაეუფლა, მაგრამ შეცდომების გამო ლელოს გატანა 33-ე წუთამდე ვერ მოახერხა, მერე კი, ხაზთან ახლოს უკანახაზელი გაექცა და “ბურგუენი” 8:7 დაწინაურდა. რეალიზაცია არაზუსტი იყო.
ტაიმის მიწურულს ჩხუბი ერთხელაც ატყდა და ამჯერად რეფერიმ ფრანგთა მეორეხაზელი გაასინბინა. საქართველოს ნაკრებმა რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლა, მოკლე დარტყმებით წაიწია წინ და ლელო გაიტანა, ზუსტი რეალიზაციის შედეგად კი, 6 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები “ბურგუენის” წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით თამაშობს: 15. რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), 14. ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), 12. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), 11. ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი); 1. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, თბილისი), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), 4. ილია ზედგინიძე (“კერკერენი”, საფრანგეთი), 5. ვახტანგ მაისურაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი), 6. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 8. დიმიტრი ბასილაია (“ობენა”, საფრანგეთი).
სათადარიგოები: 16. გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 17. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), 18. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), 19. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), 20. ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), 21. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), 22. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი).
განაცხადში არ არიან: აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), მალხაზ ურჯუკაშვილი (“გურდონი”, საფრანგეთი), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია