ამბები

15:23 | 23.08.2011 | ნანახია 2728 - ჯერ

გრანდებმა შემადგენლობები გამოამზეურეს

სარაგბო მსოფლიო თასის მოახლოებასთან ერთად, მომავალი ტურნირის მონაწილეებმა საბოლოო განაცხადები გამოამზეურეს. ამჯერად, რამდენიმე იმ გუნდის შემადგენლობებს გაგაცნობთ, რომლებიც 9 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე ზელანდიაში გასამართ ტურნირზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებენ.
ახალი ზელანდიის ნაკრების თავკაცის გრეჰემ ჰენრი განაცხადში 16 ფორვარდი და 14 მცველი მოხვდა. 2011 წლის მსოფლიოს თასზე “ოლ ბლექსი” არსებობის ისტორიაში ყველაზე გამოცდილი შემადგენლობით წარსდგება. საერთო ჯამში. განაცხადში რიცხული მორაგბეების ანგარიშზე 1133 სანაკრები კეპია. ზელანდიელთა კაპიტანი 30 წლის რიჩი მაკქოუ იქნება. “კრუსეიდერსის” 30 წლის ლიდერისთვის, ეს მესამე მსოფლიოს თასია.
ფორვარდები: კორი ფლინი, ენდრიუ ჰორი, კევენ მეალამუ, ჯონ აფოა, ბენ ფრანკსი, ოუენ ფრანკსი, ტონი ვუდკოკი, ენტონი ბორიჩი, ბრედ სორნი, სამუელ უაიტლოკი, ალი უილიამსი, ჯერომ კაინო, რიჩი მაქკოუ, კირან რიდი, ადამ ტომპსონი, ვიქტორ ვიტო.
მცველები: ჯიმი კოუენი, ენდი ელისი, პირი ვეეპუ, დენ კარტერი, კოლინ სლეიდი, რიჩარდ კაჰუი, მა’ა ნონუ, კონრად სმიტი, სონი ბილ უილიამსი, ისრაელ დეგი, ზაკ გილდფორდი, კორი ჯეინი, მილს მულიანა, ისაია ტოეავა.
შინაურ კედლებში გასამართი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ზელანდიელთა მეტოქეები ტონგა, იაპონია, კანადა და საფრანგეთი იქნებიან. “ოლ ბლექსი” პირველ მატჩს 9 სექტემბერს ტონგელთა წინააღმდეგ ჩაატარებს.
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ინგლისელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმაც. შეგახსენებთ, რომ ინგლისი საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მომავალი მეტოქეა და “ბორჯღალოსნებს” 18 სექტემბერს დანიდინში გაეჯიბრება.
ფორვარდები: დენ კოული, ტომ კროფტი, ლუის დიკონი (ყველა – ლესტერ ტაიგერსი), ალექს კორბისიერო (ლონდონ აირიში), ენდრიუ შერიდანი (სეილ შარქსი), მეტ სტივენსი (სარასენსი), დევიდ უილსონი, ლი მირსი, ლუის მუდი (ყველა – ნორსჰემპტონ სეინტსი), სტივ ტომპსონი, საიმონ შოუ (ორივე – ლონდონ უოსპსი), ტომ პალმერი (სტად ფრანსე), ნიკ ისტერი (ჰარლიქვინზი), ჯეიმს ჰასკელი (ბლექ რამსი).
მცველები: დელონ ერმიტეიჯი, შონტეინ ჰეიპი (ორივე – ლონდონ აირიში), ბენ ფოდენი, კრის ეშტონი (ორივე – ნორსჰემპტონ სეინტსი), მარკ კუეტო (სეილ შარქსი), მეტ ბანაჰანი (ბასი), მაიკ ტინდოლი (გლოსტერი), მანუ ტუილაგი, ტობი ფლადი, ბენ იანგსი (ყველა – ლესტერ ტაიგერსი), ჯონი უილკინსონი (ტულონი), ჯო სიმპსონი (ლონდონ უოსპსი), რიჩარდ უიგლსვორსი (სარასენსი).
ინგლისისა და საქართველოს დარად, B ჯგუფში ირიცხება შოტლანდიის ეროვნული გუნდიც, რომლის 30-კაციანი განაცხადიდან 12 მორაგბე მსოფლიო თასზე პირველად ითამაშებს. მათ შორისაა გუნდის კაპიტანი ალისტერ კელოკიც. სამაგიეროდ, ზედიზედ მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონატზე გაირჯება სქოთების უბერებელი ვეტერანი კრის პატერსონი.
ფორვარდები: ჯონ ბერდეი (გლაზგო უორიორსი), კელი ბრაუნი (სარასენსი), ჯეფ კროოსი (ედინბურგი), ალასდერ დიკინსონი (სეილი), როს ფორდი (ედინბურგი), რიჩი გრეი (გლაზგო უორიორსი), დუგი ჰოლი (გლაზგო უორიორსი), ჯიმ ჰემილტონი (გლოსტერი), ნათან ჰეინსი (კლერმონი), ალან ჯეიკობსენი (ედინბურგი), ალისტერ კელოკი (გლაზგო უორიორსი), სკოტ ლოუსონი (გლოსტერი), მორეი ლოუ (გლაზგო უორიორსი), იუენ მიურეი (ნიუკასლ ფალკონსი), როს რენი (ედინბურგი), ალასდერ სტროკოში (გლოსტერი), რიჩი ვერნონი (სეილი).
მცველები: ჯო ენსბრო (ლონდონ აირიში), მაიკ ბლერი (ედინბურგი), კრის კაზიტერი (გლაზგო უორიორსი), საიმონ დანიელი (ულსტერი), ნიკ დე ლუკა (ედინბურგი), მაქს ევანსი (კასტრი), რუარიდ ჯეკსონი (გლაზგო უორიორსი), რორი ლამონტი (ტულონი), შონ ლამონტი (სკარლეტსი), რორი ლოუსონი (გლოსტერი), გრემ მორისონი (გლაზგო უორიორსი), დენ პარკსი (კარდიფი), კრის პატერსონი (ედინბურგი).
მსოფლიოს თასის B ჯგუფში შოტლანდიელებს ინგლისისა და საქართველოს გარდა, რუმინეთისა და არგენტინის ნაკრებებიც დაუპირისპირდებიან. სქოთები პირველ შეხვედრას 10 სექტემბერს ინვერქარგილში რუმინელთა წინააღმდეგ ჩაატარებენ, 14-ში კი იქვე ქართველებს გაეჯიბრებიან.
კაპიტნის სამკლაურით, ტრადიციულად ბრაიან ო’დრისკოლი წარუძღვება წინ ირლანდიის ნაკრებს, რომლის დამრიგებელმა დიკლენ კიდნიმაც 16 ფორვარდსა და 14 მცველს უხმო, მათგან 15 კი მსოფლიო თასის დებიუტანტია.
მომავალ შაბათს ირლანდიელები ბოლო საკონტროლო მატჩში ინგლისს გაეჯიბრებიან და შემდეგ ახალ ზელანდიას მიაშურებენ, სადაც C ჯგუფში მეტოქეებად აშშ, რუსეთი, ავსტრალია და იტალია ეყოლებათ. საწყის მატჩში, 11 სექტემბერს ირლანდიელთა მოწინააღმდეგე აშშ იქნება. შეხვედრას პლიმუთი უმასპინძლებს.
ფორვარდები: რორი ბესტი (ულსტერი), ტონი ბაკლი (სეილი), ტომ კორტი (ულსტერი), შონ კრონინი (ლენსტერი), ლეო კალენი (მიუნსტერი), სტივენ ფერისი (ულსტერი), ჯერი ფლენერი (მიუნსტერი), კლენ ჰილი (ლენსტერი), ჯემი ჰეისლიპი (ლენსტერი), დენის ლიმი (მიუნსტერი), შონ ო’ბრაიანი (ლენსტერი), დონჩა ო’კალაჰანი (მიუნსტერი), პოლ ო’კონელი (ლენსტერი), მაიკ როსი (ლენსტერი), დონაჰა რაიანი (მიუნსტერი), დევიდ უოლისი (მიუნსტერი).
მცველები: ისააკ ბოსი (ლენსტერი), ტომი ბოუ (ოსპრეისი), გორდონ დ’არსი (ლენსტერი), კიტ ერლსი (მიუნსტერი), რობ კერნი (ლენსტერი), ფერგუს მაკფადენი (ლენსტერი), ჯორდან მერფი (ლესტერი), კონორ მიურეი (მიუნსტერი), ბრაიან ო’დრისკოლი (ლენსტერი), რონან ო’ჰარა (მიუნსტერი), ეონ რედანი (ლენსტერი), ჯონათან სექსტონი (ლენსტერი), ენდრიუ ტრიმბლი (ულსტერი), პედი უოლისი (ულსტერი).
მსოფლიოს თასის B ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, ფიჯის, სამოასა და ნამიბიის ნაკრებებთან ჭიდილი ელით უელსელებს, რომელთა კაპიტანიც “კარდიფის” ფლანკერი სემ უორბერტონი. ეს უკანასკნელი უელსის იუნიორთა და ახალგაზრდული გუნდების წინამძღოლის გახლდათ, ახლა კი, ეროვნული გუნდის კაპიტნის სამკლაურს მოირგებს. 33 წლის ფლაი-ჰავი სტივენ ჯონსი ზელანდიაში მეოთხე მსოფლიო თასზე ითამაშებს, ჰუკერ კენ ოუენსს კი სანაკრებო დებიუტი, შესაძლოა, სწორედ ზელანდიურ ტურნირზე ჰქონდეს.
ფორვარდები: გეტინ ჯენკინსი (კარდიფი), ლოიდ ბერნსი (ნიუპორტი), ჰიუ ბენეტი (ოსპრეისი), რაიან ბევინგტონი (ოსპრეისი), ადამ ჯონსი (ოსპრეისი), პოლ ჯეიმსი (ოსპრეისი), კენ ოუენი (სკარლეტსი), კრეიგ მიტჩელი (ექსეტერი), ბრედლი დევისი (კარდიფი), სემ უორბერტონი (კარდიფი), ლუკ ჩარტერისი (ნიუპორტი), დენ ლიდიეიტი (ნიუპორტი), ტობი ფეილტო (ნიუპორტი), რაიან ჯონსი (ოსპრეისი), ალუნ ვინ ჯონსი (ოსპრეისი), ენდი პაუელი (სეილი).
მცველები: მაიკლ ფილიპსი (ბაიონი), ლოიდ უილიამსი (კარდიფი), ტევის ნოილი (სკარლეტსი), ჯემი რობერტსი (კარდიფი), ჯეიმს კუკი (პერპინიანი), ჯონატან დევისი (სკარლეტსი), სტივენ ჯონსი (სკარლეტსი), რის პრისტლენდი (სკარლეტსი), სკოტ უილიამსი (სკარლეტსი), ლი ჰალფპენი (კარდიფი), ლი ბერნი (კლერმონი), ელედ ბრიუ (ნიუპორტი), შეინ უილიამსი (ნიუპორტი), ჯორჯ ნორსი (სკარლეტსი).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096355