ამბები

15:07 | 24.08.2011 | ნანახია 2456 - ჯერ

აფრიკელები ტიტულის შენარჩუნებას დებიუტანტთა გარეშე ეცდებიან

სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პიტერ დე ვილიერსმა მსოფლიოს 2011 წლის თასისთვის შერჩეული 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. გუნდში 18 მორაგბეა, რომელთაც 2007 წელს საფრანგეთში ჩატარებული მსოფლიოს თასი მოიგეს.
“ქურციკთა” რიგებში არცერთი დებიუტანტი არაა, ცხრა მოთამაშე “ბულზიდანაა”, რვა – “შარქსიდან”, შვიდი კი – “შტორმერსიდან”. თითოეულ მორაგბეს ეროვნულ გუნდში საშუალოდ 40 მატჩი აქვს ჩატარებული.
“ამ ნაკრებს საკმარისი გამოცდილება და საშუალება აქვს, რათა უმაღლესი მიზნისთვის იბრძოლოს, თუმცა, ვიცით, რომ იოლად არაფერი მოვა. ძალიან რთული სეზონი გვქონდა და სირთულეები ტრავმებმაც შეგვიქმნა, თუმცა, საკუთარი გუნდით კმაყოფილი ვარ”, - განაცხადა დე ვილერსმა Scrum-თან საუბარში.
ფორვარდები: ვილემ ალბერტსი, ბაკის ბოტა, ჰეინრიხ ბრასოვი, სხალკ ბურგერი, ბისმარკ დიუ პლესი, ჟანი დიუ პლესი, ფრანსუა ლოუვი, ვიქტორ მეტფილდი, ტენდაი მტავარირა, იოჰან მიულერი, ჩილიბოი რალეპელე, დანი რუსო, ჯონ სმიტი, პიერ სპისი, გატრო სტიენკამპი, სი ჯეი ვან დერ ლინდე.
მცველები: გიო აპლონი, ჟუან დე იონგი, ჟან დე ვილიერსი, ფური დიუ პრი, ჟაკ ფური, ბრაიან ჰაბანა, ფრანსუა ჰუგარდი, ბატჩ ჯეიმსი, პეტ ლამბი, ოდვა ნდუნგანე, რუან პიენაარი, ჯეი პი პიტერსენი, ფრანსუა შტეინი, მორნე შტეინი.
სამხრეთ აფრიკის ნაკრები ახალ ზელანდიაში დაგეგმილი მსოფლიო თასის D ჯგუფში ფიჯის, სამოას, უელსისა და ნამიბიის გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს. “ქურციკები” პირველ შეხვედრას 11 სექტემბერს ველინგტონში უელსთან ჩაატარებენ.
17 ფორვარდი და 13 მცველია საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელ მარკ ლივრემონის სიაში. სამფეროვანთა კაპიტანი ტიერუ დუსატუარი იქნება, სამაგიეროდ, გუნდში ვერ მოხვდა 35 წლის სილვენ მარკონე, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისურით 80 მატჩი აქვს ჩატარებული.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ მსოფლიო თასის შემდეგ ლივრემანი პოსტს “ტულონის” 44 წლის სპორტულ დირექტორ ფილიპ სენტ-ანდრეს გადააბარებს. ამ უკანასკნელს საფრანგეთის ნაკრების რიგებში 68 მატჩი აქვს ჩატარებული, “ტულონში” ბოლო ორი წელია მუშაობს, ყველაზე წარმატებული პერიოდი კი “სეილ შარქსთან” ერთად ჰქონდა, რომელსაც 2004-09 წლებში თავკაცობდა.
ფორვარდები: ფაბიან ბარსელა (ბიარიცი), ჟან-ბატისტ პო (ტულუზა), ნიკოლა მასი (პერპინიანი), ლიუკ დიუკალკონი (კასტრი), ვილიამ სერვა (ტულუზა), დმიტრი შარჟევსკი (სტად ფრანსე), გიიომ ჟირადო (პერპინიანი), პასკალ პაპე (სტად ფრანსე), ჟულიენ პიერი (კლერმონი), რომან მილიო-კლუსკი (ტულუზა), ლიონელ ნალე (რასინგი), ჟულიენ ბონერი (კლერმონი), იმანოლ არინორდოკი (ბიარიცი), ტიერი დუსატუარი (ტულუზა), ფიულჟანს უადრაგო (მონპელიე), რაფაელ ლაკაფია (ბიარიცი), ლუი პიკამოლი (ტულუზა).
მცველები: მორგან პარა (კლერმონი), დიმიტრი იაშვილი (ბიარიცი), დავიდ სკრელა (კლერმონი), ფრანსუა ტრინ-დიუკი (მონპელიე), ფაბრის ესტებანე (ბრივი), მაქსიმ მერმოსი (პერპინიანი), დავიდ მარტი (პერპინიანი), ორლენ რუჟრი (კლერმონი), მაქსიმ მედარი (ტულუზა), ალექსი პალისო (ბრივი), ვენსან კლერი (ტულუზა), სედრიკ იმა (ბაიონი), დამიან ტრაი (ბიარიცი).
საფრანგეთის ნაკრები A ჯგუფში მასპინძელ ზელანდიასთან, ტონგასთან, იაპონიასთანა და კანადასთან ერთად მოხვდა. ფრანგები საწყის მატჩს 10 სექტემბერს ოკლენდში იაპონელთა წინააღმდეგ გამართავენ. 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109884