ამბები

20:16 | 25.08.2011 | ნანახია 2369 - ჯერ

ჩემპიონატი გადადებულით განახლდა, “ყოჩები” ისევ დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატი ზაფხულის არდადეგების შემდეგ პირველი წრის ერთადერთი გადადებული შეხვედრით განახლდა. აუტსაიდერების ჯახში, გასული პირველობის მესამეადგილოსანმა თბილისის “ყოჩებმა” გამარჯვება კვლავ ვერ მოიპოვა და უიმედო აუტსაიდერად რჩება.

“ყოჩები” გასვლით შეხვედრას რუსთავში, ადგილობრივ “ხარებთან” ატარებდა და გამარჯვების შემთხვევაში ბოლო ადგილს თავს დააღწევდა, მაგრამ საკუთარი შენსი ხელიდან არც რუსთაველებმა გაუშვეს, მეტოქე 20:13 დაამარცხეს და ახლა ბოლოსწინა ადგილზე ორი გამარჯვებით გამაგრდნენ. სანამ ეროვნული დათქმული განრიგით განახლდება, მანამდე, უახლოეს შაბათ-კვირას გუნდები საქართველოს 7-კაცა რაგბის მეორე ეტაპით მოითელებიან, სამი სექტემბრიდან კი, გადამწყვეტი შვიდტურიანი მარათონი დაიწყება.

საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
VII ტურის გადადებული მატჩები
25 აგვისტო. რუსთავი. “ტექნიკუმი”
ხარები (რუსთავი) - ყოჩები (თბილისი) 20:13

1.    აია    7    7    0    0    184-87    14
2.    არმია        7    4    1    2    153-134    9
3.    აკადემია    7    3    2    2    143-135        8
4.    ლელო        7    4    0    3    178-142    8
5.    ლოკომოტივი    7    4    0    3    147-125    8
6.    არმაზი    7    2    1    4    136-167    5
7.    ხარები    7    2    0    5    76-135    5
8.    ყოჩები    7    0    0    7    98-190    0

VIII რაუნდი: არმია - ლოკომოტივი, არმაზი - ლელო, აკადემია - ყოჩები, ხარები - აია.  

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083585