ამბები

17:23 | 28.08.2011 | ნანახია 1963 - ჯერ

7-კაცას ნაკლულ ეტაპზე “ყოჩებმა” იმარჯვა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ჩემპიონატის მე-2 ეტაპი, მიზეზთა გამო, არასრული გამოდგა. მასში მონაწილეობის მიღებაზე ერთბაშად ექვსმა გუნდმა თქვა უარი და მონაწილეთა რაოდენობა ათამდე დავიდა. “არმაზს” და “ჯიქებს” პირველ ეტაპზეც არ უბურთავიათ, ახლა კი, მათ “დევები”, “აკადემია”, “აია” და “არმია” დაემატა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ეტაპის შემდეგ, დასკვნით ეტაპზე გასვლის კარგი შანსი ჰქონდათ ქუთაისის “აიას” და თბილისის “აკადემიას”, რომლებმაც პირველ ეტაპზე, შესაბამისად, მე-2 და მე-4 ადგილი დაიკავეს, მაგრამ ახლა, 2 ეტაპის ჯამში, ათეულსა და ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩნენ. ქულები ეყო და ფინალურ ეტაპზე მაინც მოხვდა პირველი ეტაპის გამარჯვებული თბილისის “არმია”.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელის შემდეგ, საქართველოს 7-კაცა რაგბის ჩემპიონატი სამ ეტაპად ტარდება. პირველ ორ ეტაპზე მონაწილეობა, წესით, უმაღლესი და პირველი ლიგის თექვსმეტივე გუნდმა უნდა მიიღოს. იქ დაკავებული ადგილების მიხედვით, თითოეულ გუნდს ქულები ეწერება, ჯამში საუკეთესო ათეული კი, ფინალურ ეტაპზე თასისთვის იბრძვის.
რადგან მეორე ეტაპზე თამაშის სურვილი მხოლოდ ათმა გუნდმა გამოთქვა, 2 ორგუნდა და ორიც სამგუნდა ჯგუფი შედგა. მეოთხედფინალს მიღმა მხოლოდ თბილისის “ლოკომოტივი” და ოზურგეთის “არწივები” დარჩნენ. IX ადგილი თბილისის “ლოკომოტივს” დარჩა, რომელმაც მეორე დღეს 15:12 იმარჯვა.
ფინალში, თბილისური გუნდები - “ლელო” და “ყოჩები” გავიდნენ. “ლელომ” მეოთხედფინალში ქუთაისი “ბაგრატი” 31:0 გაანადგურა, ხოლო ნახევარფინალში “ბათუმს” 19:15 სძლია. “ყოჩებმა” მეოთხედფინალში “ხულიგანას” 28:7, ხოლო ნახევარფინალში “კოლხ რაინდებს” 31:0 აჯობა.
ფინალი დაძაბული გამოდგა და ის “ყოჩების” გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე ერთი ლელოთი - 26:21 დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონატი 7-კაცა რაგბიში. მეორე ეტაპი. 27-28 აგვისტო
A ჯგუფი
ლოკომოტივი - კოლხი რაინდები 0:34
თიბისი - კოლხი რაინდები 12:12
ლოკომოტივი - თიბისი 0:31

1.    კოლხი რაინდები (ფოთი)        2    1    1    0    46-12    3
2.    თიბისი    (თბილისი)                2    1    1    0    43-12    3
3.    ლოკომოტივი    (თბილისი)     2    0    0    2    0-65      0

B ჯგუფი
ბათუმი XV - არწივები 54:5
ხარები - არწივები 57:5
ბათუმი XV - ხარები 24:14

1.    ბათუმი XV (ბათუმი)      2    2    0    0    78-19    4
2.    ხარები (რუსთავი)            2    1    0    1    71-29    2
3.    არწივები (ოზურგეთი)    2    0    0    2    10-111  0

C ჯგუფი
ხულიგანა - ლელო 5:21

1.    ლელო (თბილისი)            1    1    0    0    21-5    2
2.    ხულიგანა (თბილისი)    1    0    0    1    5-21    0

D ჯგუფი
ბაგრატი - ყოჩები 0:45

1.    ყოჩები (თბილისი)       1    1    0    0    45-0    2
2.    ბაგრატი (ქუთაისი)     1    0    0    1    0-45    0

თასის მეოთხედფინალები
ლელო - ბაგრატი 31:0
ყოჩები - ხულიგანა 28:7
კოლხი რაინდები - ხარები 12:7
ბათუმი XV - თიბისი 21:7
IX ადგილისთვის
ლოკომოტივი - არწივები 15:14
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
ხულიგანა - ხარები 12:17
ბაგრატი - თიბისი 7:19
თასის ნახევარფინალები
ყოჩები - კოლხი რაინდები 31:0
ლელო - ბათუმი XV 19:15
V ადგილისთვის
ხარები - თიბისი 36:7
ფინალი
ყოჩები - ლელო 26:21

მეორე ეტაპის ქულები: 1. ყოჩები - 20, 2. ლელო - 18, 3. კოლხი რაინდები - 16, 4. ბათუმი XV - 16, 5. ხარები - 14, 6. თიბისი - 12, 7. ხულიგანა - 10, 8. ბაგრატი - 10, 9. ლოკომოტივი - 8, 10. არწივები - 6.

ორი ტურის ჯამი: 1. ბათუმი XV - 30, 2. ყოჩები - 24, 3. ლოკომოტივი - 24, 4. ლელო - 24, 5. ხულიგანა - 22, 6. თიბისი - 22, 7. ხარები - 22, 8. არმია - 20, 9. ბაგრატი - 20, 10. კოლხი რაინდები - 20, 11. აია - 18, 12. აკადემია - 16, 13. არწივები - 6, 14. დევები - 2, 15. არმაზი - 0, 16. ჯიქები - 0.

P.S. მოწინავე ათეული გავიდა ფინალურ ეტაპზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076726