ამბები

15:26 | 29.08.2011 | ნანახია 3890 - ჯერ

მსოფლიომდე რეიტინგმა საბოლოო სახე მიიღო

მსოფლიო თასის მეშვიდე გათამაშების დაწყებამდე 11 დღით ადრე, წამყვანმა სარაგბო ნაკრებებმა მსოფლიო რეიტინგში თავიანთი ადგილები დაიმკვიდრეს და ახლა მასში ცვლილებები მხოლოდ ახალ ზელანდიაში გამართული ჯახების შემდეგ მოხდება.
ადგილების მხრივ თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ ერთი ცვლილება იყო - ირლანდია ზედიზედ მეოთხე მარცხის შემდეგ, მისთვის უდაბლეს, მე-8 ადგილამდე დაქვეითდა, თუმცა, ირლანდიაზე მეტი სარეიტინგო ქულა ახალმა ზელანდიამ დაკარგა და სულ ცოტა ხნის წინ მიუწვდომელი “ოლ ბლექსი”, ახლა დანარჩენი ნაკრებებისგან არც ისე შორსაა.
დაახლოებით ერთი თვის წინ, ირლანდიის ნაკრები მე-4 ადგილს იკავებდა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს რეიტინგლიდერი იყო, მაგრამ შოტლანდიასთან, ორჯერ საფრანგეთთან, ახლა კი, ინგლისთან დუბლინში 9:20 მარცხის შემდეგ, ოთხი საფეხურით დაქვეითდა და მე-8 ადგილამდე დაეშვა. მე-8 ადგილზე ქვევით ირლანდია არასდროს ყოფილა. ეს 2009 წლამდე იყო, მას მერე კი, ირალნდიამ “ექვსი ერი” “დიდი სლემით” მოიგო და ლიდერებს შორის გაერია. აღსანიშნავია, რომ ირლანდიას ინგლისთან 15 ან მეტი ქულის სხვაობით რომ წაეგო, უკუსვლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ანტირეკორდს დაამყარებდა და მე-9 ადგილამდე დაეშვებოდა.
ბოლო მატჩის შემდეგ, ირლანდიის დანაკარგმა 1,07 ქულა შეადგინა და მას შოტლანდიამ გადაასწრო. შესაბამისად, 1,07 ქულა მიიღო კელტთა მძლეველმა ინგლისმა და ის საფრანგეთს მიუახლოვდა, მაგრამ რეიტინგში კვლავ მე-5 ადგილზე რჩება.
“სამი ერის” დაწყებამდე, ახალი ზელანდიის ნაკრები ავსტრალიას 7,74 სარეიტინგო ქულით უსწრებდა, მაგრამ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ეს სხვაობა 1,71 ქულამდე შემცირდა. სამხრეთ აფრიკასთან წაგების შემდეგ, “ოლ ბლექსი” ავსტრალიამ 25:20 დასცა და რეიტინგში მიახლოვებასთან ერთად, მას სამხრეთ ნახევარსფეროს უმთავრესი ჯილდოც ჩამოართვა.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 29 აგვისტოსთვის
1    (1). ახალი ზელანდია    90,55
2    (2). ავსტრალია    88,84
3    (3). სამხრეთ აფრიკა    85,69
4    (4). საფრანგეთი    83,78
5    (5). ინგლისი    82,89
6    (6). უელსი    80,79
7    (8). შოტლანდია    78,83
8    (7). ირლანდია    78,50
9    (9). არგენტინა    78,40
10    (10). სამოა    74,54
11    (11). იტალია    73,88
12    (12). ტონგა    72,48
13    (13). იაპონია    71,95
14    (14). კანადა    71,56
15    (15). ფიჯი    70,83
16    (16). საქართველო    70,30
17    (17). რუმინეთი    65,69
18    (18). აშშ    65,00
19    (19). რუსეთი    61,92
20    (20). ნამიბია    61,42
21    (21). პორტუგალია    60,67
22    (22). ურუგვაი    60,00
23    (23). ჩილე    59,52
24    (24). ესპანეთი    59,43
25    (25). ბელგია    56,50
26    (26). მაროკო    56,13
27    (27). ჰონკონგი    54,34
28    (28). მოლდოვა    54,09
29    (29). ბრაზილია    54,04
30    (30). ჩეხეთი    53,78
31    (31). ყაზახეთი    53,62
32    (32). კორეა    53,36
33    (33). უკრაინა    53,22
34    (34). პოლონეთი    52,88
35    ...

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079423