ამბები

0:05 | 11.09.2011 | ნანახია 2990 - ჯერ

ოთხეული ორი სიახლით

ქუთაისის “აიამ” მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა შეინარჩუნა. იმერლებმა XXIII ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის პირველ ტურში თბილისის აკადემიას ფოთში უმასპინძლეს და 33:7 სძლიეს.
საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისა და პლეი ოფის საგზურის მოპოვების საკმაოდ კარგი შანსი აქვს არმიას, რომელმაც სტუმრად რუსთავში, “ხარებს” 34:13 აჯობა. ორმა თბილისურმა დერბიმ კი ახალი მესამე-მეოთხეადგილოსნები გამოაჩინა. “ლოკომოტივმა” “ლელოს” 25:20 მოუგო, სატურნირო ცხრილში ორი პოზიციით დაწინაურდა და სამეულში დამკვიდრდა. ასევე ორი საფეხურით წაიწია წინ აწ უკვე მეოთხე ადგილზე მყოფმა “არმაზმა”. ამ გუნდმა “ყოჩები” დაჩაგრა – 23:3.


საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
10 სექტემბერი. IX რაუნდი

ლელო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 20:25
ხარები (რუსთავი) - არმია (თბილისი) 13:34
არმაზი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 23:3
აია (ქუთაისი) - აკადემია (თბილისი) 33:7

 

                          თ   მ   ფ    წ       ბ         ქ
 
1     აია                    9     9     0     0     244-103     18
2     არმია                9     6     1     2     210-153     13
3     ლოკომოტივი   9     5     0     4     178-168     10
4     არმაზი              9     4     1     4     181-187     9
5      აკადემია          9     3     3     3     169-187     9
6     ლელო               9     4     0     5     215-189     8
7      ხარები              9     2     0     7     98-196      4
8      ყოჩები             9     0     1     8     120-232     1


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096114